როგორც მოგეხსენებათ ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020 პროექტი დასრულდა, გამოვლინდა 3 გამარჯვებული პროექტი რომლის განხორციელებაზე მერია 2021 წელს იზრუნებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფეისბუქ გვერდზე აქტიურად ვაქვეყნებთ ქუთაისის მოსახლეობის აზრს, 2020 წლის პროექტთან დაკავშირებით. მათი შეფასებები და ხედვების გათვალისწინება დაგვეხმარება 2021 წელს პროექტი მეტად მორგებული იყოს საზოგადოებაზე. მოსახლეობა წლევანდელ პროექტს და მის შედეგებს დადებითად აფასებს. მათი აზრით მნიშვნელოვანი მიღწევა იყო პანდემიის პირობებში პროექტის შეუფერხებელი მიმდინარეობა და მისი ეფექტური განხორციელება, ასევე მათთვის მნიშვნელოვანი იყო ონლაინ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება, რაც წელს პირველად განხორციელდა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და რამაც ადაპტირების კარგი საშუალება მისცა პროექტს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ წინა წელთან შედარებით წელს პროექტი გაცილებით უფრო მასშტაბური იყო მედია დაფარვის, სოცილაური მედიის აქტიურობითა და მოსახლეობოს ინფორმირებულობის კუთხით, და მოხარულნი არიან მათი...