ბავშვობიდან სპორტით ვარ დაკავებული, ფეხბურთს ვთამაშობდი. ამჟამად მწვრთნელი ვარ. დიდი გამოცდილება მაქვს აგრეთვე ახალგაზრდულ აქტივობებში ჩართულობის.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალური
მედიის მეშვეობით მივიღე. ქუთაისში, სხვადასხვა უბანში ბევრი სკვერია, ოღონდ უფრო
უმცროსი ასაკის ბავშვებზე გათვლილი. თინეიჯერებზე გათვლილი გასართობ-დასასვენებელი
ადგილები კი ნაკლებია. არ აქვთ სკეიტ პარკები.
ამ პროექტის რეალიზაცია ძალზედ გაახარებს ქუთაისელ თინეიჯერებს, ეს
მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ამ ასაკში უნდა გააკეთოს ახალგაზრდამ არჩევანი
ცხოვრების ჯანსაღი წესის სასარგებლოდ და ჩვენ ამას შესაბამისი გარემოს შექმნით
უნდა შევუწყოთ ხელი.
პროექტის იდეა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე-
https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_67.html
იდეის ავტორი: თამაზი ბაბუნაშვილი
Comments
Post a Comment