Skip to main content

მწვანე კუნძულები

 პროფესიით რეჟისორი ვარ. ვმუშობ სხვადსხვა თეატრში, მათ შორის ქუთაისში და ასევე ინტერიერისა თუ ექსტერიერის  დეკორსა და დიზაინზე. ჩემს ნამუშევრებს  შორის არის ქუთაისის ჯაზის კედელი. ჩართული ვარ აგრეთვე  სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში. 

მონაწილობით ბიუჯეტრიების პროექტის შესახებ, ინფორმაცია ფეისბუქიდან მივიღე და ძალიან დამაინტერესა. ჩემს იდეას რაც შეეხება, ჯაზის რეპროდუქციებით კედლის მოხატვამ მნიშვნელოვანი პოპულარობა მოუტანა ლომონოსივის ქუჩას, ადგილობრივ ახალგაზრდებში, სტუდენტებში, ქალაქის სტუმრებში. ამ იდეის რეალიზაციით,რაც გულისხმობს ახალი ტიპის მწვანე ზონის შექმნას ეს სივრცე კიდევ დამატებით ფუნქციებსაც შეიძენს. პროექტი ითვალისწინებს კედლის ნაწილობრივ რესტავრაციას და ორანჟერეის გაკეთებას. ამ ეტაპზე სიმწვანე არ არის ქუჩაზე და "მწვანე კუნძული" ამ სივრცე დამატებით დანიშნულებებს უჩენს,რაც გულისხმობსგანტვირთვა-დასვენებას და რაც მთავარია მუსიკისა თუ სხვა სახელოვნებო პერფანსების გამართვას.




ქუთაისში ბევრი პატარა ქუჩაა, რომელიც საჭიროებს გალამაზებას. ამ პროექტით ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი რეკრეციული,  მწვანე ზონა შევმატოთ ქალაქს რაც ერთგვარი ბიძგი იქნება იმისა რომ სხვა პატარა ქუჩებიც უფრო მრავალფუნქციური გახდეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის,ასევე ქალაქის სტუმართათვის.



პროექტის იდეა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე-
https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html

იდეის ავტორი: ლევან ბიბილაშვილი



Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

ყოველწიური კონკურსი "ჩემი ლამაზი ქალაქი"

მე ვარ ბიზნეს კონსულტანტი, ვეხმარები მცირე და საშუალო ბიზნესებს საინვესტიციო წინადადებების, ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებაში, პროდუქციის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის“    დამფუძნებელი და დირექტორი. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ ნაცნობებთან საუბრის შესახებ გავიგე.   ჩემი იდეა ყოველწლიური კონკურსი "ჩემი ლამაზი ქალაქი" გულისხმობს ქალაქში ყოველწლიური კონკურსის მოწყობას ფულადი პრიზებით იმ ყველაზე ლამაზი სკვერების, აივნების და კერძო ეზოების გამოსავლენად, რომლებსაც მოსახლეობა თავიანთი ხარჯებით მოაწყობს. ეს შეუწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და აივნების, სკვერების და კერძო ეზოების ლამაზად მორთვის ტრადიციად დამკვიდრებას. დღეს ქალაქში კორპუსული ბინების აივნები, კოსრუსების შიდა ეზო-სკერები არ გამოირჩევა გამწვანების სილამაზით და კრეატიული მიმზიდველობით, როგორც ეს ევროპის პატარა და საშუალო ზომის ქალაქებშია. ის რაც მოსახლეობამ საკუთარი მინიმალური ხარჯებით უნდა გააკეთოს არ ხდება და ა...

"სივრცე სოლომონზე" და "ხარაზოვის სივრცე"(ამფითეატრები)

პროექტის დასახელება:  "სივრცე სოლომონზე" (ამფითეატრი) და "ხარაზოვის სივრცე" (ამფითეატრი) პროექტის განცორციელების ადგილი :   ქ.ქუთაისი, სოლომონ პირველის ქუჩა, "ხარაზოვის ბაღი". პროექტის კლასიფიკაცია:  მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ბავშვები, ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, ასაკობანი, სტუდენტები, ქალები, ბავშვიანი ოჯახები, შშმ. პირები, ტურისტები, სხვა საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   1.ეპიდემიოლოგიურად და ეკოლოგიურად მისაღები გარემოს შექმნა. 2.ქალაქის მივიწყებული ისტორიული ზონის გაცოცხლება/დატვირთვა. 3.შიდა და გარე ტურიზმისთვის ლოკაციის გაჩენა რუკაზე. 4.ინტელექტუალური რესურსის განვითარება. 5.შშმ პირებზე ადაპტირებული საღონისძიებო გარემოს შექმნა. 6.მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის ღია საგანმანათლებლო სივრცის შექმნა (თრეინინგებისა და სემინარების ჩასატარებელი ადგილი). 7.პანდემიის დროს დაზარალებული კულტურის სფეროს წარმომადგენლებისათვის ღონისძიებების ჩატარების საშუალების მიცემა და ამ ...