მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ facebook-ის მეშვეობით გავიგე და გადავწყვიტე
ჩემი იდეა შემეთავაზებინა. მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე და ის იყო სწორედ
ამ იდეის ინსპირაცია.
ქუთაისიდან ზოგადად იმერეთის რეგიონიც ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია
და ვიფიქრე რომ იმ კედლებს რომლებიც ნაცრისფერია დაამშვენებდა ამ ისტორიული
მომენტებით ასახვა. ქუთაისში წამოწყებულია უკვე მსგავსი პროექტები სადაც ძირითადად
თანამედროვე ნახატებია დატანილი მაგრამ ისტორიული ნახატები კიდევ უფრო მეტად
დაამშვენებდა კედლებს. ამასთანავე ქუთაისის
სტუმრებს ვიზუალური ფორმით გააცნობდა ქალაქის ისტორიას, გაუჩენდა მათ
სურვილს მეტი რამ გაეგოთ კედლებზე ასახულ მოვლენებზე.
ვფიქრობ იმსახურებს ეს პროექტი განხორციელებას რომ ისევ ქუთაისი გავალამაზოთ
და გავხადოთ მრავალფეროვანი. ეს იქნება ქალაქის ისტორიის და ტრადიციების
თანამედროვე გამომხატველის ფორმით ასახვა და ჩემი აზრით რამდენიმე ღირსშესანიშნავ
ადგილს შემატებს ქალაქს.
პროექტის იდეა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე-
https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html
იდეის ავტორი: თამარ ოყრეშიძე
Comments
Post a Comment