მე ვარ ბიზნეს კონსულტანტი, ვეხმარები მცირე და საშუალო ბიზნესებს საინვესტიციო წინადადებების, ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებაში, პროდუქციის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის“ დამფუძნებელი და დირექტორი. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ ნაცნობებთან საუბრის შესახებ გავიგე. ჩემი იდეა ყოველწლიური კონკურსი "ჩემი ლამაზი ქალაქი" გულისხმობს ქალაქში ყოველწლიური კონკურსის მოწყობას ფულადი პრიზებით იმ ყველაზე ლამაზი სკვერების, აივნების და კერძო ეზოების გამოსავლენად, რომლებსაც მოსახლეობა თავიანთი ხარჯებით მოაწყობს. ეს შეუწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და აივნების, სკვერების და კერძო ეზოების ლამაზად მორთვის ტრადიციად დამკვიდრებას. დღეს ქალაქში კორპუსული ბინების აივნები, კოსრუსების შიდა ეზო-სკერები არ გამოირჩევა გამწვანების სილამაზით და კრეატიული მიმზიდველობით, როგორც ეს ევროპის პატარა და საშუალო ზომის ქალაქებშია. ის რაც მოსახლეობამ საკუთარი მინიმალური ხარჯებით უნდა გააკეთოს არ ხდება და ა...
ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ ქუთაისში. წელს პირველად შემოვიტანეთ პროექტში წინადადება ერთად. მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ პირველად შარშან გავიგე და წელსაც მქონდა სურვილი შემომეტანა წინადადება. ასევე პროექტიდანაც დამიკავშრიდნენ, როგორც წინა წლის ათეულში შესული პროექტის ავტორს, თუ სურვილი მქონდა მიმეღო მონაწილეობა პროექტში. წელს შემოტანილი იდეა გულისხმობს ქალაქის შემოსასვლელის ინფრასტრუქტურულად მოწყობას. შემოსასვლელი არის ქალაქის სახე, და შემომსვლელ-გამსვლელი უნდა გებულობდეს საიდან შემოვიდა, საიდან გავიდა, საით მიდის. ვფიქრობ ეს აუცილებელია ქალაქისთვის და ქუთაისელებიც თუ ასე ფიქრობენ და უნდათ გაალამაზონ საკუთარი ქალაქი უნდა დაუჭირონ მხარო პროექტს. იდეის ავტორები: გიორგი ალფაიძე; ლაშა ლომთაძე;