ჩემი საქმიანობა ბოლო დროს ლუდს დაკავშირდა. რამაც ინტერესი გამიჩინა
ზოგადად ლუდის მოხმარების კულტურის მიმართ, მათ შორის ლუდის ფესტივალებზე, რომელიც
საყოველთაო დღესასწაულებად იქცევა ხოლმე.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალური
მედიიდან მივიღე. რადგან უკვე მქონდა ქუთაისში ლუდის ფესტივალის ორგანიზების
სურვილი გადავწყვიტე ეს საშუალება გამომეყენებინა.
დღეს ძალზედ შეზღუდულია გართობის საშუალება, ამ ფონზე ღონისძიება სადაც
დაცული იქნება კოვიდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები (თუ ეს პრობლემა კვლავ
აქტუალური იქნა მომავალი წლის შემოდგომაზეც) გაახალისებს ქალაქის ცხოვრებას. იმედი
მაქვს გაამართლებს და შემდეგ განიხილება საკითხი, ღონისძიების შემდეგომ წლებში
განხორიცელების შესახებაც, როგორ ტარდება ტრადიციულად ევროპაში. გერმანიაში
თავადაც ნამყოფი ვარ ასეთ ფესტივალზე და მინდა რომ ჩვენს ქალაქშიც იყოს ასეთი
სახალისო დღე.
პროექტის იდეია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე-
https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html
იდეის ავტორი: გიორგი ხაფავა
❤️
ReplyDelete