Skip to main content

საზოგადოების შეფასება

 როგორც მოგეხსენებათ ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020 პროექტი დასრულდა,  გამოვლინდა 3 გამარჯვებული პროექტი რომლის განხორციელებაზე მერია 2021 წელს იზრუნებს.

ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია და ფეისბუქ გვერდზე აქტიურად ვაქვეყნებთ ქუთაისის მოსახლეობის აზრს, 2020 წლის პროექტთან დაკავშირებით. მათი შეფასებები და ხედვების გათვალისწინება დაგვეხმარება 2021 წელს პროექტი მეტად მორგებული იყოს საზოგადოებაზე.

მოსახლეობა წლევანდელ პროექტს და მის შედეგებს დადებითად აფასებს. მათი აზრით მნიშვნელოვანი მიღწევა იყო პანდემიის პირობებში პროექტის შეუფერხებელი მიმდინარეობა და მისი ეფექტური განხორციელება, ასევე მათთვის მნიშვნელოვანი იყო ონლაინ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება, რაც წელს პირველად განხორციელდა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და რამაც ადაპტირების კარგი საშუალება მისცა პროექტს.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ წინა წელთან შედარებით წელს პროექტი გაცილებით უფრო მასშტაბური იყო მედია დაფარვის, სოცილაური მედიის აქტიურობითა და მოსახლეობოს ინფორმირებულობის კუთხით, და მოხარულნი არიან მათი აქტიური ჩართულობით წინადადების ინიცირებისა და ხმის მიცემის ეტაპებზე.
წელს წარმოდგენილი წინადადებების მრავალფეროვნებაც დადებითად შეფასდა, ინიცირებული წინადადებიმა მოიცვა თითქმის ყველა სფეროსა და პოტენციური მომხმარებლის ყველა ჯგუფს.

 დადებითი შეფასებების გარდა იყო საკითხები, რომლის გაუმჯობესებასაც ისურვებდა საზოგადოება. ეს საკითხები ძირითადად შეხებოდა ფულადი სახსრების სიმცირეს, მომავლისთვის ისინი ისურვებდნენ დაფინანსების გაზრდას.
კიდევ ერთი ასეთი საკითხი იყო პროექტის შეზღუდული ვადები და ხმის მიცემის სიმარტივე. მათი აზრით ადამიანებითვის, რომლებსაც ინტერნეტის გამოყენება ნაკლებად შეუძლიათ, უნდა გამარტივდეს და მიეცეთ ხმის დაფიქსირების საშუალება. ასევე პროექტების შეფასების ეტაპის გამჭვირვალობის გაზრდას ისურვებდა მოსახლეობა, რათა უფრო ცხადი იყოს პროექტების შეფასების კომპონენტები და ქულების გადანაწილება.


Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...

ყოველწიური კონკურსი "ჩემი ლამაზი ქალაქი"

მე ვარ ბიზნეს კონსულტანტი, ვეხმარები მცირე და საშუალო ბიზნესებს საინვესტიციო წინადადებების, ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებაში, პროდუქციის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის“    დამფუძნებელი და დირექტორი. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ ნაცნობებთან საუბრის შესახებ გავიგე.   ჩემი იდეა ყოველწლიური კონკურსი "ჩემი ლამაზი ქალაქი" გულისხმობს ქალაქში ყოველწლიური კონკურსის მოწყობას ფულადი პრიზებით იმ ყველაზე ლამაზი სკვერების, აივნების და კერძო ეზოების გამოსავლენად, რომლებსაც მოსახლეობა თავიანთი ხარჯებით მოაწყობს. ეს შეუწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და აივნების, სკვერების და კერძო ეზოების ლამაზად მორთვის ტრადიციად დამკვიდრებას. დღეს ქალაქში კორპუსული ბინების აივნები, კოსრუსების შიდა ეზო-სკერები არ გამოირჩევა გამწვანების სილამაზით და კრეატიული მიმზიდველობით, როგორც ეს ევროპის პატარა და საშუალო ზომის ქალაქებშია. ის რაც მოსახლეობამ საკუთარი მინიმალური ხარჯებით უნდა გააკეთოს არ ხდება და ა...