Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2021

ყოველწიური კონკურსი "ჩემი ლამაზი ქალაქი"

მე ვარ ბიზნეს კონსულტანტი, ვეხმარები მცირე და საშუალო ბიზნესებს საინვესტიციო წინადადებების, ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებაში, პროდუქციის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის“    დამფუძნებელი და დირექტორი. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ ნაცნობებთან საუბრის შესახებ გავიგე.   ჩემი იდეა ყოველწლიური კონკურსი "ჩემი ლამაზი ქალაქი" გულისხმობს ქალაქში ყოველწლიური კონკურსის მოწყობას ფულადი პრიზებით იმ ყველაზე ლამაზი სკვერების, აივნების და კერძო ეზოების გამოსავლენად, რომლებსაც მოსახლეობა თავიანთი ხარჯებით მოაწყობს. ეს შეუწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და აივნების, სკვერების და კერძო ეზოების ლამაზად მორთვის ტრადიციად დამკვიდრებას. დღეს ქალაქში კორპუსული ბინების აივნები, კოსრუსების შიდა ეზო-სკერები არ გამოირჩევა გამწვანების სილამაზით და კრეატიული მიმზიდველობით, როგორც ეს ევროპის პატარა და საშუალო ზომის ქალაქებშია. ის რაც მოსახლეობამ საკუთარი მინიმალური ხარჯებით უნდა გააკეთოს არ ხდება და ა...

ქალაქის შემოსასვლელების ახალი სიცოცხლე

ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ ქუთაისში. წელს პირველად შემოვიტანეთ პროექტში წინადადება ერთად.  მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ პირველად შარშან გავიგე და წელსაც მქონდა სურვილი შემომეტანა წინადადება. ასევე პროექტიდანაც დამიკავშრიდნენ, როგორც წინა წლის ათეულში შესული პროექტის ავტორს, თუ სურვილი მქონდა მიმეღო მონაწილეობა პროექტში. წელს შემოტანილი იდეა გულისხმობს ქალაქის შემოსასვლელის ინფრასტრუქტურულად მოწყობას.  შემოსასვლელი არის ქალაქის სახე, და შემომსვლელ-გამსვლელი უნდა გებულობდეს საიდან შემოვიდა, საიდან გავიდა, საით მიდის. ვფიქრობ ეს აუცილებელია ქალაქისთვის და ქუთაისელებიც თუ  ასე ფიქრობენ და უნდათ გაალამაზონ საკუთარი ქალაქი უნდა დაუჭირონ მხარო პროექტს.   იდეის ავტორები: გიორგი ალფაიძე; ლაშა ლომთაძე;

მინიფეხბურთის საქალაქო ტურნირი: მერიის ოქროს საწმისის თასი

  მე ვარ ბიზნეს კონსულტანტი, ვეხმარები მცირე და საშუალო ბიზნესებს საინვესტიციო წინადადებების, ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებაში, პროდუქციის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის“   დამფუძნებელი და დირექტორი. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ ნაცნობებთან საუბრის შესახებ გავიგე. იდეა გაჩნდა ახალგაზრდების კომპიუტერულ და მობილურ აპლიკაციებზე ზედმეტად მიჯაჭვულობის გამო, როგორც საკუთარი შვილების მაგალითზე, ასევე მეგობრების შვილების მაგალითზე. ამასთან იდეის ერთერთი მნიშვნელოვანი ინსპირაცია არის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასიურად გავრცელებამდე ქუჩის ფეხბურთის პოპულარობა ბავშვებში და ახალგაზრდებში, რომელმაც ქართულ ფეხბურთს მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი „აღმოუჩინა“.   იდეა გაჩნდა ახალგაზრდების კომპიუტერულ და მობილურ აპლიკაციებზე ზედმეტად მიჯაჭვულობის გამო, როგორც საკუთარი შვილების მაგალითზე, ასევე მეგობრების შვილების მაგალითზე. ამასთან იდეის ერთერთი მნიშვნელოვანი ინსპირაცია არის კომპიუტერული ტე...

საზაფხულო კინოთეატრი

  მე ვარ თეატრის რეჟისორი, ვცხოვრობ ქუთაისში, ბალახვანში. წინა წელს, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ უკვე კარგა ხანია ვიცი, წინა წელს პროექტში, ჩემმა იდეამ გაიმარჯვა და დაფინანსდა, ახლა იწყება მისი განხორციელება. ხოლო წელს, შემოვიტანე პროექტში იდეა საზაფხულო კინოთეატრის შექმნისათვის, რომელიც ასევე შეაძლებელია ფუნქციონირებდეს არამხოლოდ ზაფხულს, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ის იქნება მუნიციპალური კინოთეატრი, რადგანაც ამ შემთხვევაში მეტად მჭიდრო კავშირი შესაძელებელია ჰქონდეს ეროვნულ კინოცენტრთან და ახალი ქართული კინოპროდუქცია მათ მიერ იქნას მოწოდებული. იდეაში იგულისმხება არა კომერციული, არამედ მეოცე საუკუნის კლასიკური ფილმების ჩვენება. თუ მუნიციპალიტეტი ამ იდეას კარგად განავითარებს   შესაძლებელია ადგილზე მცირე ფესტივალების მოწყობა ან შეიძლება კინოკონფერენციების ადგილად იქცეს. საზღვარგარეთაც არის ბევრი პატარა ქალაქი, სადაც მუდამ ხორციელდება ასეთი კონფერენციები თუ ფესტივალები. ამიტომაც ვფიქრობ კარგი იქნება თუ მოსახლეობა დაუჭერს პროექტ...

ქუთაისის საუკეთესო სკოლა

  ვცხოვრობ ქუთაისში და ვმუშაობ სატრანსპორტო კომპანიაში, მერიასთან მაქვს ახლო კავშირი და მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებებაც ლიდერთა სკოლიდან გავიგე. ქუთაისელი ახალგაზრდების ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო დამებადა ეს იდეა, რომლის ფარგლებშიც ისინი რაღაც ახალს შექმნიდნენ, გამოიყოფოდა სივრცე, სადაც ეს თამაშები განხორციელდება და მათაც აღარ ექნებათ სათქმელი, რომ ქუთაისში მათთვის არაფერი არ კეთდება. ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელიც სწორედ ის არის რომ ახალგაზრდები ამოძრავდებიან და ჩაერთვებიან ახალ-ახალ აქტივობებში. ამიტომაც მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს პროექტს რომ ახალგაზრდებმა ნახონ რომ მათზე ზრუნავენ და აღარ შეადარებენ თბილისს საკუთარ ქალაქს. იდეის ავტორი: სალომე სებუა

ქუთაისელი მოღვაწეების პორტრეტები

ვცხოვრობ ქუთაისში და ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ მეგობრებმაც მითხრეს, თუმცა მეტწილად სოციალური ქსელების დახმარებით გავიგე და დავინტერესდი. იდეაც მალევე დამებადა, ყველანი ვყოფილვართ საზღვარგარეთ და გვინახავს ცნობილი ადამიანების გრაფიტები თუ სტენსილები ქალაქებში, ჩემი იდეაც ამას გულისხმობს: ქუთაისელი მოღვაწეების პორტრეტების გრაფიტების გაკეთებას ქალაქის ირგვლივ , მათი ცნობილი გამონათქვამების, ციტატების თანხლებით. ჩემი აზრით, ამჟამად ის ცარიელ კედლები, რომლებიც არაფერს ასხივებენ ამჟამად, გამონათქვამებისა და პორტრეტების დატანის შემდეგ დამშვენდება და გამოცოცხლება.   ამ პროექტის განხორციელებით, ვფიქრობ ქალაქი ურბანული კულტურის ელფერსა და ახალ ნიშანთვისებას შეიძენს, დადებითან იქნება აღქმული და ასევე იმოქმედებს ადამიანების განწყობასა და ხასიათზე, როგორც ადგილობრივებზე, ასევე სტუმრებზე. ქუთაისს დღეს განსაკუთრებით სჭირდება ასეთი პროექტები, რომელიც ცნობადობას მოუტანს, ან შეგვახსენებს იმ პირებს, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და ჩვენი მხრიდან ...

მულტიფუნქციური სველი წერტილები

  ამჟამად ვარ ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის კონსულტანტი. შშმ პირებზე ადვოკატირებას ვეწევი სხვადასხვა საკითხებზე. მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ შევიტყვე სოციალური მედიის დახმარებით, ასევე ჩემი კოლეგებისგან. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ტურისტულ და ხალხმრავალ ზონებში, სადაც მასიურად მოძრაობს ხალხი, მოეწყოს ულტრათანამედროვე სველი წერტილები. აღჭურვილი თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, კარის გაღებისა და დაკეტვის ავტომატური სისტემებით, თვითმწმენდი იატაკით, ხელსაბანით, უნიტაზით, ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით, სარკით და ა. შ. ეს იქნება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ადაპტირებული საპირფარეშოები, ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის (შშმ პირები, ხანდაზმულები, ბავშვები, ტურისტები). ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური ტურიზმის მიმართულებით, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტია ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის. მსგავსი იდეა მქონდა წინა წლებშიც და ვთვლი, რომ ის ახლაც აქტუალურია. ვფიქრობ, რომ   ამ მიზნობრივი ჯგუფების და ზოგადად,   მოქალაქეების საჭიროებები დაკმაყოფილებული იქნება და მათთვის ...

საფეხმავლო და ველობილიკის ბილიკი

  წელს უკვე მეორედ შემოვიტანე ჩემი წინადადება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში. პროფესიით ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და მხარს ვუჭერ ჯანსაღი ცხოვრების წესს. "კახიანოურის" ტერიტორიაზე ქალაქის შემოსასვლელში, ახალგაზრდობის გამზირს გაუყვება ე.წ "არხი", რომლის მარჯვენა სანაპირო ნაწილობრივ გამწვანებულია. ჩემი დიდი სურვილია აქ გაკეთდეს საფეხმავლო ბილიკი და ველობილიკი, რომელიც გაფორმდება ნარგავებით და   მოსასვენებელი ძელსკამებით. თუ ეს ბილიკი გაგრძელდება ქალაქში შემოსასვლელის მარცხნივ, ბოლომდე და შეუერთდება მუხნარის ტყეს, სადაც ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა, უცხოელი სტუდენტებისათვისაც კარგი დასასვენებელი ადგილი იქნება. თუ ეს პროექტი განხორციელდება, ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ტერიტორიას და ასევე ხელს შეუწყობს ჯანსა ღი ცხოვრების პოპულარიზაციას ქუთაისის მაცხოვრებლებში. იდეის ავტორი: თამაზი ბაბუნაშვილი

საბავშვო მინი პარკი

  ძელქვიანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა დგას ტერიტორიაზე, სადაც არის ყოფილი სკვერი. ჩემი უფროსი   შვილები ამ პარკში გავზარდე, როგორც ვიცი, ის ადრე ძალიან მშვენიერი იყო და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ მას ძველი იერსახე დაკარგული ჰქონდა. დავფიქრდი, რატომაც არა, იქნებ შეიძლებოდეს, რომ ამ პარკს მეორე სიცოცხლე ვაჩუქოთ და ჩვენი უბნის ბავშვებს   შორს არ უწევდეთ წასვლა სათამაშოდ და დროის სახალისოდ გასატარებლად. აღნიშნული ადგილმდებარეობა გვაძლევს საშუალებას, მოეწყოს ულამაზესი მინი პარკი. შეკეთდეს და აღდგეს შადრევანი, დაიგოს ქვაფენილი და გაკეთდეს ველობილიკი,   შემოიღობოს ტერიტორია, დამონტაჟდეს საქანელები და ატრაქციონები, გაკეთდეს მინიბუფეტი. ასევე, შესაძლებელია, სკვერს სტუმრობდნენ    ანიმატორები, გასართობი პროგრამებით, ჩატარდეს საბავშვო მუსიკალური ღონისძიებები და თოჯინების თეატრი… ეს პროექტი შესაძლებელია ფინანსურადაც მომგებიანი გახდეს ქალაქის ბიუჯეტისთვის. ასევე, დასაქმდეს რამდენიმე ადამიანიც. პროექტის შედეგად, მივიღებთ ულამაზეს მინი-პარკს, ბავშვების...

ვარლას და ზაქარიას შემოქმედების კვალდაკვალ

ჟურნალისტი ვარ.  ცოტა ხნის წინ სტატია მოვამზადე ფელიქს ვარლამიშვილის შესახებ და კათოლიკების უბანზე.  ეს უბანი არის ძალიან საინტერესო თავისი ისტორიით, შესაბამისად ტურისტული თვალსაზრისითაც. სწორედ აქედან გამიჩნდა ჩემი პროექტის ინიცირების იდეა. სამწუხაროდ , არა მარტო უცხოელებმა, არამედ ჩვენმა თანაქალაქელებმა და ქართველმა ვიზიტორებმაც კი არ იციან, რომ ისინი იმ ქუჩაზე დააბიჯებენ, სადაც მსოფლიო დონის ორი ხელოვანი - ფელიქს ვარლამიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი დაიბადნენ და ცხოვრობდნენ. ვინაიდან , ქუჩაზე ქალაქში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა ხვდება, საინტერესო იქნება, მისი გარკვეული მონაკვეთი გადავაქციოთ ერთგვარ საგამოფენო სივრცედ და ადამიანებს მივცეთ საშუალება, გადაადგილების პარალელურად იმოგზაურონ მუსიკისა და მხატვრობის სამყაროშო. წარმოდგენილი საპროექტო იდეა ითვალისწინებს ქუჩის გასწვრივ, ტროტუარზე ეგრეთ წოდებულ 10- მდე "ლაით ბოქსის" განთავსებას, რომელშიც გამოიფინება სცენები ზაქარიას ოპერებიდან და რეპროდუქციები ვარლას ნამუშევრებიდან . ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოპულარი...