Skip to main content

ქუთაისის კალენდარი

 დავიბადე ქალაქ ქუთაისში 2004 წლის იანვარში, ვცხოვრობ ისეთ ისტორიულ უბანში როგორიც მწვანეყვავილაა. სასკოლოასაკიდან აქტიურად ვიყავი ჩართული თვითმმართველობაში,  ვარ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკვირაო სკოლის მოსწავლე 2018 წლიდან, და ქუთაისის ამერიკული კუთხის წევრი 2012 წლიდან. ბავშვობიდან გატაცებული ვარ საინტერესო ფაქტების მოძიებით და აქტივობების დაგეგმით.

ყოველდღიურად ვეცნობი სხვადასხვა სიახლეებს სოციალურ ქსელებში, როდესაც სტატიას გადავაწყდი, იმის შესახებ თუ  რამდენად იოლია შენი იდეა მიაწოდო ქალაქის მუნიციპალიტეტს/ მერიას და რამხელა პოტენციალია იმისა, რომ შენი იდეა იქცეს სინამდვილედ, მივხვდი რომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ალბათ ყველას შეუმოწმებია თუ ვისთან იზიარებს დაბადების დღეს, რა დიდი მოვლენა მოხდა ამა თუ იმ რიცხვში, რატომ აღინიშნება კონკრეტული დღესასწაული კონკრეტულ დღეს, ყველას გვქონია საოჯახო კალენდრები რომელსაც ყოველდღიურად გადაშლიდი და თემატურად რაიმე საინტერესოს მოგითხრობდა, მაგრამ მე ყოველთვის მეტ გავითარებას და პოტენციალს ვხედავდი მასში, სწორედ ეს გახდა ჩემი ინპირაცია.

ალბათ ყველა დამეთანხმება რომ ქუთაისი უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ქალაქია არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოში, ისე არ ჩაუვლია ერთ დღესაც კი რომ რაიმე გარდამტეხი, მნიშვნელოვანი და საინტერესო არ მომხდარიყო, ამის შესახებ კი ჩემი აზრით ყველამ უნდა იცოდეს.

ჩემს პროექტს თუ ხმას მისცემთ, მრავალ საინტერესო ახალ ფაქტს შეიტყობთ ყოველდღიურად და დავინახავთ ქუთაისის დაფარულ საგანძურს.

პროექტის იდეია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე-
https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html

იდეის ავტორი: ბაია დოდოშკა ჯოხაძე



Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...