Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2019

გამარჯვებული იდეები

      2019 წლის ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. ქუთაისის მოსახლეობამ მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ შერჩეული 10 იდეიდან 3-ს მისცა განხორციელების საშუალება. ვინც ხმის მიცემის პროცესს თვალს ადევნებდა, დაგვეთანხმებით კონკურენცია საკმაოდ დაძაბული იყო პროექტებს შორის, საბოლოო შედეგიც კი საკმაოდ მოულოდნელი დადგა.      პირველ ადგილზე გასული პროექტი „წყალწითელას სანაპიროს მოწყობა“ ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, რომელმაც 446 ხმა მოაგროვა. პროექტის ავტორი გაგა ამბროლაძე გახლდათ. იდეის დასახელებაც კარგად აღწერს მის არსს, იგი ეხება მდინარის სანაპიროს კეთილმოწყობასა და მოწესრიგებას, სანაპიროზე ახლაც ისედაც ხშირადაა ხალხმრავლობა და პროექტის განხორციელების შედეგად ახალი, მოწესრიგებული თავშეყრის სივრცეს მივიღებთ.     მეორე ადგილზე გასული პროექტი „ხელოვნების პლენერი/ქუთაისი 2020“-ია, ის მხოლოდ 6 ხმით ჩამოუვარდა წინამორბედს და 440 ხმა მოაგროვა. ეს იდეა მეგობრებმა შემოიტანეს, ღონისძიება გულისხმობს   ქუთაისში მასშტაბური სამდღი...

იდეების განაწილება თემატიკის მიხედვით

     ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი 2019 წელს გამოირჩეოდა პროექტების თემატიკის მრავალფეროვნებით. შემოსული 90 წინადადებიდან, იდეები რამდენიმე კატეგორიად დაიყო, და ასე გადანაწილდა: შშმ პირებს ეხებოდა 4 პროექტი, სპორტულ თემატიკას ატარებდა 3 იდეა, განათლებას უკავშირდებოდა 7 წინადადება, სხვა სოციალური საკითები მოიცვა 12-მა პროექტმა, ახალგაზრდობას და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა 6 იდეა, ხოლო კულტურულ ფაქტორს ატარებდა 12 წინადადება,   ინფრასტრუქტურის განვითარებას მოიაზრებდა ყველაზე მეტი, 32 იდეა. ხოლო ჩამონათვალისგან განსხვავებულ თემატიკას ეხებოდა 8 პროექტი.      რაც შეეხება მეორე ეტაპზე გადასულ 10 პროექტს, რომელთაგანაც მოქალაქეებს შეეძლოთ ხმის მიცემის საშუალებით ამოერჩიათ 3 გამარჯვებული პროექტი, რომლებსაც ექნებოდათ განხორციელების შანსი მიეღოთ, თემატიკის მიხედვით ასე დაიყო: ინფრასტრუქტურის განვითარებას მოიაზრებოდა 5 იდეა, ინფრასტრუქტურასა და კულტურას მოიცავდა 2 პროექტი, მხოლოდ კულტურული ასპექტის წინადადება იყო 2, ხოლო ...

იპოდრომის რეაბილიტაცია - ქრისტინე რუხაია

      ცხენოსნობა ოდითგანვე ელიტარულ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სპორტად ითვლებოდა . ცხენი იმის გარდა , რომ ძალიან ამტანი და გამწევი ძალაა , ამავ დროულად ძალიან ჭკვიანი ცხოველია. მას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია , ადამიანის ჯანმრთელობისთვის , კერძოდ, ცხენით მკურნალობა უნიკალურ შედეგს იძლევა ხერხემლის გამრუდების დროს , განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.     იპოდრომის კეთილმოწყობის, ახალი ცხენების მოყვანის და მის შესახებ საზოგადების ფართოდ ინფორმირების შემთხვევაში ბავშვებს და მოზარდებს მიეცემათ გართობისა და დასვენების შესაძლებლობა,   გარდა ამისა ჩვენი შვილები ისწავლიან ცხოველთან მეგობრობას.

ღირსშესანიშნაობათა სტენდი - მონიკა ცნობილაძე

    პროექტი გულისხმობს   ქუთაისის გარშემო არსებული ღირსშესანიშნაობების ამსახველი სტენდების ინსტალაცია ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ( დეტალური ადგილი კოლონების მიმდებარე ).     სტენდებზე დატანილი იქნება ინფორმაცია ქართულსა და რამდენიმე უცხო ენაზე ქუთაისის გარშემო მაქსიმუმ 2 საათის მგზავრობის რადიუსში არსებული ისტორიული ძეგლების და ბუნების ღირსშესანიშნაობების თაობაზე ( გელათის მონასტერი , სათაფლია , მოწამეთა , პრომეთეს მღვიმე , ოკაცეს კანიონი , ვანის ნაქალაქარი და მუზეუმი , მარტვილის მონასტერი , ნოქალაქევი და სხვა ). სტენდები დამონტაჟდება რეალური რუკაზე მათი განლაგების ანალოგიურად .     მოცემული სტენდების დათვალიერება სტიმულს მისცემს ქუთაისში ჩამოსული სტუმრების გარკვეულ ნაწილს , თუნდაც ერთი დღით მეტი დაუთმოს ქალაქის გარშემო სხვადასხვა მიმართულებით არსებული ადგილების მონახულებას . იდეის ავტორი: მონიკა ცნობილაძე

მულტიფუნქციური სველი წერტილები - თამთა გირგვლიანი, ასმათ ჯანგავაძე, თინათინ გელხვიძე

    ქალაქს სჭირდება მულტუფუნქციური საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა , რომელიც იქნება ადაპტირებული ყველა კატეგორიის შშმ პირებისათვის , აგრეთვე ბავშვებისთვის. მსგავსი ობიექტების საწიროება განსაკუთრებით აქტუალურია ტურისტულ და ხალხმრავალ ზონებში, სადაც მასიურად მოძრაობაა.   სასურველია მოეწყოს ობიექტები ულტრათანამედროვე, თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, კარის გაღებისა და დაკეტვის ავტომატური სისტემებით, თვითმწმენდი იატაკით, ასევე ხელსაბანი, უნიტაზი, სარკე და აშ. აღჭურვილი სველი წერტილები.   პროექტის რეალიზაციის შედეგად ქალაქში მოეწყობა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი , სრულ კომფორტზე გათვლილი , ადაპტირებული სველი წერტილი.   ეს   ერთ – ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ტურიზმის განვითარებისა ( ინკლუზიური ტურიზმი ) და ქალაქში სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით . იდეის ავტორები:  ასმათ ჯანგავაძე, თინათინ გელხვიძე, თამთა გირგვლიანი.

ქუთაისი აბრის განახლება - პირველი შთაბეჭდილება ქალაქის სტუმრისთვის - მარიამ ხუბუკელაშვილი

     ქუთაისის შემოსასვლელთან აბრის განახლების იდეა ლიდერთა სკოლის ბანაკში დისკუსიის შედეგად გაჩნდა.     ქუთაისი უდიდესი წარსულის მქონე ქალაქია, რომელიც მსოფლიოს უძველეს რუკებზე არის დატანილი. ამავე დროს ქუთაისი არის   თავისი კულტურით, ადამიანური ურთიერობით, იუმორით განთქმული ქალაქი.       ქუთაისის შემოსასვლელში , ზესტაფონის მხრიდან , საიდანაც უამრავი ადამიანი შემოდის ქალაქში.   პირველი შთაბეჭდილება, რომლიც მათ, განსაკურებით უცხოელ სტუმრებს უჩნდება არის აბრა ქალაქის დასახელებით , რომელსაც ესაჭიროება რეაბილიტაცია .     გარდა ესთეტიური მხარის მოწესრიგებისა სასურველია, სტუმრებს შევუქმნათ კარგი   განწყობა   და აბრაზე დავაწეროთ შესაბამის სლოგანი . მაგალითად , " ქუთაისი ღიმილის ქალაქია ".   ჩვენი სურვილია, რომ სტუმარმა იგრძნოს, რომ შემოდის ძველ, მაგრამ   ცოცხალ ქალაქში, რომელიც მას მხიარული და კეთილგანწყობილი ხვდება. იდეის ავტორი: მარიამ ხუბუკელაშვილი

მიწისქვეშა გადასასვლელი - სივრცე უსაფრთხო გადაადგილებისა და "ანდერგრაუნდ" კულტურისთვის - მაგდა ფურცხვანიძე

ლ . ასათიანის , ი . ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების კვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი ყველაზე დიდია ქალაქში არსებული 3 გადასასვლელიდან . აღნიშნულ მონაკვეთზე სამანქანო მოძრაობა დღის განმავლობაში გადატვირთულია . ხშირია საგზაო საავარიო შემთხვევებიც . ამას ემატება ის , რომ საგზაო ზოლი ფართოა და შეუძლებელია , რომ ქვეითმა შუქნიშნის მიერ გამოყოფილ 13 წამში გადაკვეთოს სამანქანო ზოლი .   ტროტუარიდან სამანქანო გზასთან დასაკავშირებლად არ არის მოწყობილი პანდუსები , რაც თავის მხრივ , შშმ პირთათვის აღნიშნულ პერიმეტრზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდის . სივრცის რეაბილიტაციის შედეგად შესაძლოა მან ერთის მხრივ დაიბრუნოს მისი ძირითადი, უსაფრთხო გადაადგილების ფუნქცია და ამავე დროს იქცეს ქალაქის ანდერგრაუნდ კულტურის ცენტრად. ამისათვის საჭიროა: დასუფთავდეს მიწისქვეშა გადასასვლელი   და ამან მიიღოს პერმანენტული სახე . ა ( ა ) იპ სპეციალურ სერვისებს დაევალოს აღნიშნული გადასასვლელის გარკვეული პერიოდულობით დასუფთავება . გადასასვ...