Skip to main content

მინიფეხბურთის საქალაქო ტურნირი: მერიის ოქროს საწმისის თასი

 მე ვარ ბიზნეს კონსულტანტი, ვეხმარები მცირე და საშუალო ბიზნესებს საინვესტიციო წინადადებების, ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებაში, პროდუქციის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის“  დამფუძნებელი და დირექტორი. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ ნაცნობებთან საუბრის შესახებ გავიგე.

იდეა გაჩნდა ახალგაზრდების კომპიუტერულ და მობილურ აპლიკაციებზე ზედმეტად მიჯაჭვულობის გამო, როგორც საკუთარი შვილების მაგალითზე, ასევე მეგობრების შვილების მაგალითზე. ამასთან იდეის ერთერთი მნიშვნელოვანი ინსპირაცია არის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასიურად გავრცელებამდე ქუჩის ფეხბურთის პოპულარობა ბავშვებში და ახალგაზრდებში, რომელმაც ქართულ ფეხბურთს მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი „აღმოუჩინა“.

 იდეა გაჩნდა ახალგაზრდების კომპიუტერულ და მობილურ აპლიკაციებზე ზედმეტად მიჯაჭვულობის გამო, როგორც საკუთარი შვილების მაგალითზე, ასევე მეგობრების შვილების მაგალითზე. ამასთან იდეის ერთერთი მნიშვნელოვანი ინსპირაცია არის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასიურად გავრცელებამდე ქუჩის ფეხბურთის პოპულარობა ბავშვებში და ახალგაზრდებში, რომელმაც ქართულ ფეხბურთს მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი „აღმოუჩინა“.

მინიფეხბურთის ტურნირის ორგანიზება ქალაქის უბნებში არსებულ სპორტულ მინიმოედნებზე ამ უბნებში მცხოვრები ახალგარდების მიერ შექმნილი გუნდებისათვის. ტურნირი ჩატარდება 2 ასაკობრივ ჯგუფში, თითოეულში 32 თვითორგანიზებული გუნდისათვის და ის გახდება ტრადიციული ყოველწლიური ტურნირი, რომლის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება და “ლაივ“ რეჟიმში გადაიცემა ტურნირისათვის შექმნილ მერიის სპორტულ პლატფორმაზე. გუნდის ჩამოყალიბების ერთერთი მთავარი პირობა არის ის, რომ გუნდი ორგანიზებული უნდა იყოს უბნების ტერიტორიული პრინციპით და მასში სხვა უბნების „ლეგიონერები“ არ უნდა იყოს.

სავარაუდოს ტურნირის სახელწოდება იქნება „მერიის თასი“ ან „ოქროს საწმისის თასი“.

ტურნირი ითვალისწინებს პრიზიორი გუნდებისათვის ფულად პრიზებს, გამარჯვებული გუნიდისათვის ასევე გარდამავალ თასს. ტურნირის ფინალი შესაძლებელია დაემთხვეს „გვირილობის“ დღესასწაულს, ან ჩაატარდეს შემოდგომით 15-31 ოქტომბრის პერიოდში.

ტურნირის წარმატებული ორგანიზებით და პოპულარობის ზრდით, როცა ის უკვე ყოველწლიურ, ტრადიციულ  სახეს მიიღებს, მსგავსი პრაქტიკა შესაძლებელია გავცელდეს უკვე ქუჩის კალათბურთის ტურნირის შექმნაზეც. ქუთაისი თავისი სპორტული ტრადიციებით სწორედ ამ ორ გუნდურ სახეობაში იყო ტრადიციულად ყველაზე  ცნობილი და პოპულარული ქალაქი.

მნიშვნელოვანია, ის რომ ასეთი ტურნირის სპონსორობაში და ორგანიზაციულ საკითხებში უნდა ჩაერთოს საქართველის ფეხბურთის ფედერაციაც, რომელიც „ვალდებულიც“ კი არის, რომ ბავშვთა ფეხბურთ ხელი შეუწყოს არა მარტო საფეხბურთო სკოლების შექმნით და ხელშეწყობით, არამედ ქუჩის ფეხბურთის პოპულარიზაციითაც, რომლისთვისაც თუ არ ვცდები სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც ღებულობს თანხებს და „უეფას“-განაც.

პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ აცოცხლებს ქუჩის „ფეხბურთს“, ზრდის დაინტერესებას და კონკურენციას ქალაქის სხვადასხვა უბნების ბავშვებს შორის. ბავშვი, რომელიც აქტიურ სპორტს მისდევს ადრეული ასაკიდან, შემდეგ, ზრდასრულ ასაკშიც ცდილობს აქტიურად მისდიოს სპორტს და არ იყოს „დივანზე წამოწოლილი  სატელევიზიო სპორტის მოყვარული“.

რაც მთვარია, აღიარებულია, რომ ბავშვების ჩართულობა ადრეული ასაკიდან აქტიურ სპორტში, არის ყველაზე რეალური და ეფექტური საშუალება ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების წინააღმდეგ.




იდეის ავტორი:

გიორგი ჭუმბურიძე

Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...