მე ვარ ბიზნეს კონსულტანტი, ვეხმარები მცირე და საშუალო ბიზნესებს საინვესტიციო წინადადებების, ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებაში, პროდუქციის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის“ დამფუძნებელი და დირექტორი. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ ნაცნობებთან საუბრის შესახებ გავიგე.
ჩემი იდეა ყოველწლიური კონკურსი "ჩემი ლამაზი ქალაქი" გულისხმობს ქალაქში ყოველწლიური კონკურსის მოწყობას ფულადი პრიზებით იმ ყველაზე ლამაზი სკვერების, აივნების და კერძო ეზოების გამოსავლენად, რომლებსაც მოსახლეობა თავიანთი ხარჯებით მოაწყობს. ეს შეუწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და აივნების, სკვერების და კერძო ეზოების ლამაზად მორთვის ტრადიციად დამკვიდრებას.
დღეს ქალაქში კორპუსული ბინების აივნები, კოსრუსების შიდა ეზო-სკერები არ გამოირჩევა გამწვანების სილამაზით და კრეატიული მიმზიდველობით, როგორც ეს ევროპის პატარა და საშუალო ზომის ქალაქებშია. ის რაც მოსახლეობამ საკუთარი მინიმალური ხარჯებით უნდა გააკეთოს არ ხდება და ამიტომ ქალაქში იშვიათად თუ ნახავთ ლამაზ გამწვანებულ და ყვავილებით მორთულ აივნებს, კორპუსულ დასახლებებში საკუთარი ხარჯებით და შრომით მოწყობილ ლამაზ სკვერებს, ასევე მცირეა ლამაზი კერძო ეზოების რაოდენობაც.
მერია ახდენს ცალკეული კორპუსების სკვერების მოწყობის სამუშაოებს და მომავალშიც გააგრძელებს, მაგრამ ეს მაინც შეზღუდული რაოდენობებით და დროში გაწერილი გეგმით ხორციელდება და მნიშვნელოვნად და მასშტაბურად ვერ ცვლის საერთო სურათს. აივნების და საკუთარ ეზოების საკითხები კი მერიის სამსახურების კომპეტენციაში საერთოდ არ შედის.
პროექტის მიზანია მოეწყოს ყოველწლიური კონკურსი სამ ნომინაციაში, თითოეულ ნომინაციაში სამი გამარჯვებულის გამოვლინებით და ფულადი დაჯილდოებით.
კონკურსის ორგანიზებისათვის შეიქმნება საორგანიზაციო კომიტეტი საზოგადობრივ საწყისებზე, ასევე შექმნება ვებ-პორტალი, სადაც მოსახლეობა (კორპუსული სკვერების შემთხვევაში ამხანაგობები) ატვირთვს თავიანთი აივნების, სკვერების და კერძო ეზოების სურათებს (ერთ ობიექტზე 3 სურათი სხვადასხვა რაკურსით). კომისია შეარჩევს თითოეულ ნომინაციაში 10 (შესაძლებელია 20) საუკეთესოს. შემდგომ, ვებ-პორტალზე ქალაქის მასშტაბით ჩატარებული ხმის მიცემით, გამოვლინდება მეორე ეტაპზე გადასულებს შორის 3 საუკეთესო თითოეულ ნომინაციაში, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
- კორსპუსის სკვერების გამარჯვებული ბინის ამხანაგობები: 7000, 3500, 1500 ლარი
- აივანის კონკურსის გამარჯვებულები: 2500, 1000, 500 ლარი
- საკუთარი ეზოების კონკურსის გამარჯვებულები: 2500, 1000, 500 ლარი
სულ სამივე კონკურსის საპრიზო ბიუჯეტი: 20000 ლარი
ფულადი პრიზები გამარჯვებულთათვის იქნება გარკვეული კომპენსაცია თავინთი ობიექტების მოწყობაზე გაწეული ხარჯებისათვის
აღსანიშნავია ასევე ის, მოსახლეობას 3-4 თვით ადრე უნდა ეცნობოს კონკურსის ცატარების შესახებ, რომ მათ ქონდეთ საკმარისი დროს ჩაატარონ საჭირო სამუშაოები გამწვანებისთვის და გალამაზებისათვის. კონსკურსი სავარაუდოს ივნის-ივლისში უნდა ჩატარდეს მცენარეთა ინტენსიური ყვავილობის პერიოდში. შესაძლებელია უფრო მოგვიანებითაც.
მოსახლეობაში სკვერების, აივნების და ეზოების გალამაზება გახდება ტრადიციული აქტივობა და ქუთაისი ამით გამორჩეული იქნება საქართველოს სხვა ქალაქებისგან
მიმზიდველი აივანების/სკვერის/ეზოების სიმრავლით. პირველ წელს შეიძლება არც იყოს ბევრი მონაწილე, მაგრამ თანდათან აჩრთულობა გაიზრდება და შედეგად, რამდენიმე წელში ეს შეიძლება საკმაოდ დიდი ჩართულობის კონკურსი გახდეს.
ქალაქი მინიმალური საპრიზო ბიუჯეტით აღწევს კარგ ეფექტს ქალაქის იერახის გაუმჯობესებაში მოსახლეობის ჩართულობით და მათივე სახსრების მობილიზებით. მითუმეტეს, რომ მერია აივნების და კერძო ეზოების გამწვანება გალამაზებას არ ახდენს.
კონკურსი არ გულისხმობს ქალაქის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტით დაგეგმილი სკვერების მოწყობის პროექტების შეჩერებას, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება და პარალელური პროცესი იქნება. აღსანიშნავია, რომ მერიის მიერ მოწყობილი სკვერები კონკურსში ვერ მიიღებს მონაწილეობს.
ყოველწლიური კონკურსის პოპულარობის ზრდის და ტრადიციად დამკვიდრების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ მოსახლეობამ უკვე ლანდშაფტის და გამწვანების ადგილობრივი დიზაინერებიც კი ჩართონ / დაიხმარონ კრეატიული იდეების განვითარებისათვის და შედეგად, ასეთი კონკურსი მომავალში უკვე ამ პროფესიისადმი მიდრეკილების ახალგაზრდების განვითარებასაც შეუყობს ხელს.
იდეის ავტორი:
გიორგი ჭუმბურიძე
Comments
Post a Comment