ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ ქუთაისში. წელს პირველად შემოვიტანეთ პროექტში წინადადება ერთად.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ პირველად შარშან გავიგე და წელსაც მქონდა სურვილი შემომეტანა წინადადება. ასევე პროექტიდანაც დამიკავშრიდნენ, როგორც წინა წლის ათეულში შესული პროექტის ავტორს, თუ სურვილი მქონდა მიმეღო მონაწილეობა პროექტში.
წელს შემოტანილი იდეა გულისხმობს ქალაქის შემოსასვლელის ინფრასტრუქტურულად მოწყობას. შემოსასვლელი არის ქალაქის სახე, და შემომსვლელ-გამსვლელი უნდა გებულობდეს საიდან შემოვიდა, საიდან გავიდა, საით მიდის. ვფიქრობ ეს აუცილებელია ქალაქისთვის და ქუთაისელებიც თუ ასე ფიქრობენ და უნდათ გაალამაზონ საკუთარი ქალაქი უნდა დაუჭირონ მხარო პროექტს.
იდეის ავტორები:
გიორგი ალფაიძე; ლაშა ლომთაძე;
Comments
Post a Comment