მე ვარ თეატრის რეჟისორი, ვცხოვრობ ქუთაისში, ბალახვანში. წინა წელს, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ უკვე კარგა ხანია ვიცი, წინა წელს პროექტში, ჩემმა იდეამ გაიმარჯვა და დაფინანსდა, ახლა იწყება მისი განხორციელება.
ხოლო წელს, შემოვიტანე პროექტში იდეა საზაფხულო კინოთეატრის შექმნისათვის,
რომელიც ასევე შეაძლებელია ფუნქციონირებდეს არამხოლოდ ზაფხულს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ის იქნება მუნიციპალური კინოთეატრი, რადგანაც ამ შემთხვევაში
მეტად მჭიდრო კავშირი შესაძელებელია ჰქონდეს ეროვნულ კინოცენტრთან და ახალი ქართული
კინოპროდუქცია მათ მიერ იქნას მოწოდებული.
იდეაში იგულისმხება არა კომერციული, არამედ მეოცე საუკუნის კლასიკური ფილმების
ჩვენება. თუ მუნიციპალიტეტი ამ იდეას კარგად განავითარებს შესაძლებელია ადგილზე მცირე ფესტივალების მოწყობა
ან შეიძლება კინოკონფერენციების ადგილად იქცეს. საზღვარგარეთაც არის ბევრი პატარა ქალაქი,
სადაც მუდამ ხორციელდება ასეთი კონფერენციები თუ ფესტივალები.
ამიტომაც ვფიქრობ კარგი იქნება თუ მოსახლეობა დაუჭერს პროექტს მხარს და ქალაქში გაჩნდება მუდმივმოქმედი კინოთეატრი, გაჩნდება სივრცე, სადაც კინო აქტუალური გახდება ახალგაზრდებისა და ნებისმიერ მოყვარულისთვის.
იდეის ავტორი:
ლევან ბიბილეიშვილი
Comments
Post a Comment