ვცხოვრობ ქუთაისში და ვმუშაობ სატრანსპორტო კომპანიაში, მერიასთან მაქვს ახლო კავშირი და მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებებაც ლიდერთა სკოლიდან გავიგე.
ქუთაისელი ახალგაზრდების ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო დამებადა ეს
იდეა, რომლის ფარგლებშიც ისინი რაღაც ახალს შექმნიდნენ, გამოიყოფოდა სივრცე, სადაც
ეს თამაშები განხორციელდება და მათაც აღარ ექნებათ სათქმელი, რომ ქუთაისში მათთვის
არაფერი არ კეთდება.
ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელიც სწორედ ის არის რომ ახალგაზრდები
ამოძრავდებიან და ჩაერთვებიან ახალ-ახალ აქტივობებში.
ამიტომაც მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს პროექტს რომ ახალგაზრდებმა ნახონ რომ მათზე
ზრუნავენ და აღარ შეადარებენ თბილისს საკუთარ ქალაქს.
Comments
Post a Comment