Skip to main content

გამარჯვებული იდეები


      2019 წლის ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. ქუთაისის მოსახლეობამ მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ შერჩეული 10 იდეიდან 3-ს მისცა განხორციელების საშუალება. ვინც ხმის მიცემის პროცესს თვალს ადევნებდა, დაგვეთანხმებით კონკურენცია საკმაოდ დაძაბული იყო პროექტებს შორის, საბოლოო შედეგიც კი საკმაოდ მოულოდნელი დადგა.
     პირველ ადგილზე გასული პროექტი „წყალწითელას სანაპიროს მოწყობა“ ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, რომელმაც 446 ხმა მოაგროვა. პროექტის ავტორი გაგა ამბროლაძე გახლდათ. იდეის დასახელებაც კარგად აღწერს მის არსს, იგი ეხება მდინარის სანაპიროს კეთილმოწყობასა და მოწესრიგებას, სანაპიროზე ახლაც ისედაც ხშირადაა ხალხმრავლობა და პროექტის განხორციელების შედეგად ახალი, მოწესრიგებული თავშეყრის სივრცეს მივიღებთ.
    მეორე ადგილზე გასული პროექტი „ხელოვნების პლენერი/ქუთაისი 2020“-ია, ის მხოლოდ 6 ხმით ჩამოუვარდა წინამორბედს და 440 ხმა მოაგროვა. ეს იდეა მეგობრებმა შემოიტანეს, ღონისძიება გულისხმობს  ქუთაისში მასშტაბური სამდღიან ფესტივალის მოწყობას. მოწვეულნი იქნებიან ქვეყნის გამოჩენილი არტისტები და ხელოვანები. სტუმრები შეძლებენ ღია ცის ქვეშ ცოცხალი მუსიკის თანხლებით დააკვირდნენ თუ როგორ იქმნება ის ნამუშევრები,რომელთა ნახვასაც აქამდე მხოლოდ დასრულებული სახით ახერხებდნენ გალერეებსა და მუზეუმებში.
    მესამე ადგილზე გასული პროექტი „მიწისქვეშა გადასასვლელი, როგორც უსაფრთხო გადაადგილების საშუალება და "ანდერგრაუნდ" საგამოფენო-გასართობი სივრცე“ გახდა 394 ხმით. გრძელი სათაურით იდეის ავტორმა მაგდა ფურცხვანიძემ მარტივად დაგვანახა როგორი კრეატიული მიზნით  შეიძლება გამოვიყენოთ, ჩვენთვის უბრალოდ მიწისქვეშა გადასასვლელი საშუალება.
   შემდეგ ეტაპზე ავტორებისა და მერიის ერთობლივი ძალისხმევით მოხდება იდეები პროექტის ფორმას მიიღებს და მზად იქნება რეალიზაციისათვის.

Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...