Skip to main content

მიწისქვეშა გადასასვლელი - სივრცე უსაფრთხო გადაადგილებისა და "ანდერგრაუნდ" კულტურისთვის - მაგდა ფურცხვანიძე


.ასათიანის, .ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების კვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი ყველაზე დიდია ქალაქში არსებული 3 გადასასვლელიდან. აღნიშნულ მონაკვეთზე სამანქანო მოძრაობა დღის განმავლობაში გადატვირთულია. ხშირია საგზაო საავარიო შემთხვევებიც. ამას ემატება ის, რომ საგზაო ზოლი ფართოა და შეუძლებელია, რომ ქვეითმა შუქნიშნის მიერ გამოყოფილ 13 წამში გადაკვეთოს სამანქანო ზოლი.  ტროტუარიდან სამანქანო გზასთან დასაკავშირებლად არ არის მოწყობილი პანდუსები, რაც თავის მხრივ, შშმ პირთათვის აღნიშნულ პერიმეტრზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.
სივრცის რეაბილიტაციის შედეგად შესაძლოა მან ერთის მხრივ დაიბრუნოს მისი ძირითადი, უსაფრთხო გადაადგილების ფუნქცია და ამავე დროს იქცეს ქალაქის ანდერგრაუნდ კულტურის ცენტრად. ამისათვის საჭიროა:
  • დასუფთავდეს მიწისქვეშა გადასასვლელი  და ამან მიიღოს პერმანენტული სახე. ()იპ სპეციალურ სერვისებს დაევალოს აღნიშნული გადასასვლელის გარკვეული პერიოდულობით დასუფთავება.
  • გადასასვლელის ოთხივე მხარეს უნდა ჩაისვას მეტალის კარები, რომელიც 22:00 საათის შემდეგ დაიკეტება. ამ დროიდან სამანქანო გზა, ფაქტობრივად ცარიელია და ქვეითს უსაფრთხოდ შეუძლია გადაადგილება ზებრასსაშუალებით.
  • გადასასვლელის ღამით დაკეტვა აუცილებელი იქნება საგამოფენო(ან/და სხვა კულტურული ღონისძიების) პერიოდში, რათა ნამუშევრების უსაფრთხოება დაცული იყოს(დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ);
  • მიწისქვეშა გადასასვლელის ოთხივე მხარეს უნდა დამონტაჟდეს ვიდეო-კამერა, რომელიც მთელ დერეფანს გააკონტროლებს;
  • უნდა დამონტაჟდეს განათება. რადგან დღის სინათლე გვირაბში ვერ აღწევს, მთელი დღის განმავლობაში, გვირაბის განათებით უზრუნველყოფა  აუცილებელია.
  • გარემონტდეს ჭერი, დამუშავდეს კედლების ზედაპირი ისე, რომ მივიღოთ  ერთგვაროვანი  სწორი ზედაპირი, რათა მასზე მარტივი იყოს სხვადასხვა გრაფიტისა თუ სტენსილის განთავსება.
  • კედლების მოსახატად მოვიწვიოთ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მხატვრები, უზრუნველვყოთ ისინი ხატვისთვის შესაბამისი მატერიალური რესურსით (საღებავები, ფუნჯები, აირწინაღები და .);
  • შეიქმნას ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც სასურველი თარიღისა და დროის მითითების შემდეგ(რათა თავიდან ავიცილოთ რამდენიმე ღონისძიებისთვის ერთსა და იმავე თარიღის დამთხვევა), ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მიღებული თანხმობის შესაბამისად მსურველები შეძლებენ ჩაატარონ ცოცხალი მუსიკალური კონცერტები(აუდიო აპარატურის გამოყენების შემთხვევაში დასაზუსტებელი იქნება შესაბამისი დეციბელები), გამოფენები, საქველმოქმედო ღონისძიებები, პერფორმანსები, საჯარო ლექციები  და  ..

პროექტის რეალიზაციის შედეგად მივიღებთ სივრცეს, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრასთან ერთად ადგილობრივ არტისტებს საშუალებას მისცემს, თავი გააცნონ უფრო მეტ ადამიანს, ხელი შეუწყონ ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებას; ქალაქში გაჩნდება ახალი გასართობი სივრცე, რის ნაკლებობასაც, თითქმის ყველა გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, განიცდიან ადგილობრივი ახალგაზრდები. ქუთაისში ცხოვრება გახდება უფრო საინტერესო, მიმზიდველი. ამ სივრცის შექმნა, ასევე ხელს შეუწყობს ქალაქში შემოსული სტუდენტთა ნაკადის გააქტიურებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურად ჩართვას.







იდეის ავტორი: მაგდა ფურცხვანიძე


Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...