ქუთაისის შემოსასვლელთან აბრის განახლების იდეა ლიდერთა სკოლის ბანაკში დისკუსიის შედეგად გაჩნდა.
ქუთაისი უდიდესი წარსულის მქონე ქალაქია, რომელიც მსოფლიოს უძველეს რუკებზე არის დატანილი. ამავე დროს ქუთაისი არის თავისი კულტურით, ადამიანური ურთიერობით, იუმორით განთქმული ქალაქი.
ქუთაისის შემოსასვლელში, ზესტაფონის მხრიდან, საიდანაც უამრავი ადამიანი შემოდის ქალაქში. პირველი შთაბეჭდილება, რომლიც მათ, განსაკურებით უცხოელ სტუმრებს უჩნდება არის აბრა ქალაქის დასახელებით , რომელსაც ესაჭიროება რეაბილიტაცია.
გარდა ესთეტიური მხარის მოწესრიგებისა სასურველია, სტუმრებს შევუქმნათ კარგი განწყობა და აბრაზე დავაწეროთ შესაბამის სლოგანი. მაგალითად, "ქუთაისი ღიმილის ქალაქია".
ჩვენი სურვილია, რომ სტუმარმა იგრძნოს, რომ შემოდის ძველ, მაგრამ ცოცხალ ქალაქში, რომელიც მას მხიარული და კეთილგანწყობილი ხვდება.
იდეის ავტორი: მარიამ ხუბუკელაშვილი
Comments
Post a Comment