ქალაქს სჭირდება მულტუფუნქციური საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა, რომელიც იქნება ადაპტირებული ყველა კატეგორიის შშმ პირებისათვის, აგრეთვე ბავშვებისთვის. მსგავსი ობიექტების საწიროება
განსაკუთრებით აქტუალურია ტურისტულ და ხალხმრავალ ზონებში, სადაც მასიურად
მოძრაობაა.
სასურველია
მოეწყოს ობიექტები ულტრათანამედროვე, თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, კარის გაღებისა
და დაკეტვის ავტომატური სისტემებით, თვითმწმენდი იატაკით, ასევე ხელსაბანი,
უნიტაზი, სარკე და აშ. აღჭურვილი სველი წერტილები.
პროექტის რეალიზაციის შედეგად ქალაქში მოეწყობა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სრულ კომფორტზე გათვლილი, ადაპტირებული სველი წერტილი.
ეს ერთ–ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ტურიზმის განვითარებისა (ინკლუზიური ტურიზმი) და ქალაქში სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით.

იდეის ავტორები: ასმათ ჯანგავაძე, თინათინ გელხვიძე, თამთა გირგვლიანი.
Comments
Post a Comment