პროექტი გულისხმობს ქუთაისის გარშემო არსებული ღირსშესანიშნაობების ამსახველი სტენდების ინსტალაცია ქუთაისის ცენტრალურ ბაღში (დეტალური ადგილი კოლონების მიმდებარე).
სტენდებზე დატანილი იქნება ინფორმაცია ქართულსა და რამდენიმე უცხო ენაზე ქუთაისის გარშემო მაქსიმუმ 2 საათის მგზავრობის რადიუსში არსებული ისტორიული ძეგლების და ბუნების ღირსშესანიშნაობების თაობაზე (გელათის მონასტერი, სათაფლია, მოწამეთა, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი, ვანის ნაქალაქარი და მუზეუმი, მარტვილის მონასტერი, ნოქალაქევი და სხვა ). სტენდები დამონტაჟდება რეალური რუკაზე მათი განლაგების ანალოგიურად.
მოცემული სტენდების დათვალიერება სტიმულს მისცემს ქუთაისში ჩამოსული სტუმრების გარკვეულ ნაწილს, თუნდაც ერთი დღით მეტი დაუთმოს ქალაქის გარშემო სხვადასხვა მიმართულებით არსებული ადგილების მონახულებას.
იდეის ავტორი: მონიკა ცნობილაძე
Comments
Post a Comment