Skip to main content

მწვანე კუნძულები

პროექტის დასახელება: მწვანე კუნძულები

პროექტის განცორციელების ადგილიქუთაისი ლომონოსოვის ქუჩა

პროექტის კლასიფიკაცია: გამწვანება

პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ახალგაზრდობა, სტუდენტები, ტურისტები

საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:  ჯაზის რეპროდუქციებით კედლის მოხატვამ მნიშვნელოვანი პოპულარობა მოუტანა ადგილობრივ ახალგაზრდებს,სტუდენტებსა და ჩამოსულ ვიზიტორებს შორის პატარა ლომონოსოვის ქუჩას.თუმცა იმის გამო რომ ქუჩაზე პრაქტიკულად არ არსებობს სიმწვანის ნაირსახეობა,რაც ქუჩას უდაბურს ხდის და მხოლოდ ტრანზიტულ ფუნქციას ანიჭებს,გაჩნდა საჭიროება ქუჩამ თავშეყრისა და განტვირთვის ფუნქციაც შეიძინოს.ამისათვის შევიმუშავეთ მარადმწვანე ორანჟირეის კონსტრუქტი,რომელიც აგრეთვე წარმოადგენს მწვანე სკვერს ადგილობრივი მოსახლეობის განტვირთვა-დასვენებისთვის.

პროექტის აღწერა:  უნივერსიტეტის,რამოდენიმე საჯარო,კერძო თუ სპორტული სკოლის ახლომდებარეობამ ლომონოსოვის ქუჩა მეტად აქტიური და მოძრავი გახადა.აღსანიშნავია ისიც რომ წლიდან წლამდე იზრდება ოთახებისა თუ ცალკეული ბინების დამქირავებელი სტუდენტების რაოდენობა და რიგ შემთხვევაში სახლებისა თუ ბინების სასტუმროდ თუ ჰოსტელად გადაკეთების ტენდენცია.ისედაც მცირე ქუჩაზე ეს მოხატული კედელი სრული ურბანული სურათისთვის ზედმიწევნით ეფექტურია,თუმცა ქუჩაზე ფლორის სრულმა არ არსებობამ ახალი კონსტრუქტ-კონცეფცია წარმოშვა რომელიც ქუჩას მეტ ფუნქციასა და მიმზიდველობას შესძენს.ეს არის კედლის გასწვრივ ერთგვარი "მწვანე კუნძულის"გაშენება,რომელიც წარმოდგენილია კორიდორ-ორანჟერეის სახით რომლის ესკიზი და ნახაზი შევიმუშავეთ და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ წარსადგენად.ასევე მოვიფიქრეთ დასაჯდომ-მოსასვენებელი ზონების სპეციფიური, კედელთან შესაბამისი თემატურობით შეზავებული ვარიაციები.კონსტრუქცია წარმოადგენს ერთგვარ შეკიდულ ტენტს რომელიც თაღოვანი რკალით გაზდევს მთელ კედელს,რომელიც გამწვანების შედეგად იღებს გადახურული ორანჟერეის სახეს.ამასთანავე ახლებურადაა გააზრებული კედლის განათება და ინფრასტრუქტურული განლაგება-ინვენტარიზაცია.დავამზადეთ სპეციფიური სკამ-განათების ვარიაციები(ესკიზების სახით) რომლებიც მუსიკალური ინსტრუმენტებისა თუ მუსიკალური აქსესუარების სახეცვლილ,სკვერის თვის ადაპტირებულ ფორმას წარმოადგენენ.ავღნიშნავ იმასაც რომ ამ ქუჩაზე კიდევ არსებობს რამოდენიმე კედელი რომელიც შეიძლება მოიხატოს შესაბამისი კონცეფციის(ჯაზის თემატიკა) ფარგლებში იმისათვის რომ ქუჩამ მთლიანი,სრული,ერთიანი სახე შეიძინოს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება: 10 000

იდეის ავტორი: ლევან ბიბილეიშვილი

Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...