Skip to main content

ვუყუროთ გარეთ

   პროექტის დასახელება: ვუყუროთ გარეთ

პროექტის განცორციელების ადგილიქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი

პროექტის კლასიფიკაცია: საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას

პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები

საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:  ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარონ შეხვედრები, ღონისძიებები, კინო თუ თაეტრალური წარმოადენები. სივრცე არ მოითხოვს დიდ ხარჯებს, ნაგებობა იქნება ეკოლოგიურად სუფთა და მარტივად ხელმისაწვდომი.

პროექტის აღწერა:  საპროექტო იდეა მოიცავს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნიუპორტისა და გაპონოვის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში ნახევრად ღია სივრცის მოწყობას,(გადახურვა, წინა და უკანა ფასადი. ფოტო მაქვს, სამწუხაროდ ატვირთვა შეუძლებელია) რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც ტრენინგ-სემინარების და სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად, ასევე ფილმების სანახავად და მინი ღონისძიებების განხორციელებისთვის. COVID-19 თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, დაგვანახა, რომ შენობები, რომლებიც განკუთვილი იყო სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, ვერ იქნა გამოყენებული აკრძალვების გამო. ასევე, შეიზღუდა კინო-თეატრების მუშაობა.
ეს ნახევრად ღია სივრცე, კი მოიცავს ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობის დადგმას(შესაძლებელია გამომწვარი ხის მასალის გამოყენება), რომელშიც იარუსების სახით იქნება დასაჯდომი ადგილები. მის წინ განთავსდება იმავე მასალისგან გაკეთებული კედელი, ვიზუალური განოსხულებებისთვის, დამონტაჟდება ეკო ნათურები, მოეწყობა დენის წყარო. ამავე სივრცეში შესაძლებელი ქინება მობილური ტელეფონების დატენვა და WiFi თავისუფალი ქსელის დამონტაჟება. რაც ასევე გამოადგებათ როგორც ადგილობრივ მოქალაქეებს, ასევე ქალაქის სტუმრებს (ტურისტებს). ღონისძების ჩატარების მსურველები თავად უზრუნველყოფენ საჭიროების მიხედვით მოაწყონ შიდა ინფრასტრუქტურა. მსგავსი ნახევრად ღია სივცე გამოიყენება როგორც ცივ, ასევე თბილ ამინდებში. განკუთვნილი იქნება მაქსიმუმ 50 ადამიანზე. ამ ტიპის ნაგებობები ხშირია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მათი გამოყენება არის ძალიან პრაქტიკული, მულტიფუნქციური და ეკონომიური.

პროექტის სავარაუდო ღირებულება: 15 000

იდეის ავტორი: ქეთევან ბერძენიშვილი

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი