Skip to main content

საბავშვო მინი პარკი


 ძელქვიანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა დგას ტერიტორიაზე, სადაც არის ყოფილი სკვერი. ჩემი უფროსი  შვილები ამ პარკში გავზარდე, როგორც ვიცი, ის ადრე ძალიან მშვენიერი იყო და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ მას ძველი იერსახე დაკარგული ჰქონდა. დავფიქრდი, რატომაც არა, იქნებ შეიძლებოდეს, რომ ამ პარკს მეორე სიცოცხლე ვაჩუქოთ და ჩვენი უბნის ბავშვებს  შორს არ უწევდეთ წასვლა სათამაშოდ და დროის სახალისოდ გასატარებლად.

აღნიშნული ადგილმდებარეობა გვაძლევს საშუალებას, მოეწყოს ულამაზესი მინი პარკი. შეკეთდეს და აღდგეს შადრევანი, დაიგოს ქვაფენილი და გაკეთდეს ველობილიკი,  შემოიღობოს ტერიტორია, დამონტაჟდეს საქანელები და ატრაქციონები, გაკეთდეს მინიბუფეტი.



ასევე, შესაძლებელია, სკვერს სტუმრობდნენ  ანიმატორები, გასართობი პროგრამებით, ჩატარდეს საბავშვო მუსიკალური ღონისძიებები და თოჯინების თეატრი… ეს პროექტი შესაძლებელია ფინანსურადაც მომგებიანი გახდეს ქალაქის ბიუჯეტისთვის. ასევე, დასაქმდეს რამდენიმე ადამიანიც.

პროექტის შედეგად, მივიღებთ ულამაზეს მინი-პარკს, ბავშვების საყვარელ გასართობ ადგილსა და რეკრეაციულ ზონას.

იდეის ავტორი:

ეკატერინე საკანდელიძე

Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...