წელს უკვე მეორედ შემოვიტანე ჩემი წინადადება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში. პროფესიით ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და მხარს ვუჭერ ჯანსაღი ცხოვრების წესს. "კახიანოურის" ტერიტორიაზე ქალაქის შემოსასვლელში, ახალგაზრდობის გამზირს გაუყვება ე.წ "არხი", რომლის მარჯვენა სანაპირო ნაწილობრივ გამწვანებულია. ჩემი დიდი სურვილია აქ გაკეთდეს საფეხმავლო ბილიკი და ველობილიკი, რომელიც გაფორმდება ნარგავებით და მოსასვენებელი ძელსკამებით.
თუ ეს ბილიკი გაგრძელდება ქალაქში შემოსასვლელის მარცხნივ, ბოლომდე და
შეუერთდება მუხნარის ტყეს, სადაც ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო უნივერსიტეტის
მშენებლობა, უცხოელი სტუდენტებისათვისაც კარგი დასასვენებელი ადგილი იქნება.
თუ ეს პროექტი განხორციელდება, ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ტერიტორიას და ასევე ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ქუთაისის მაცხოვრებლებში.
იდეის ავტორი:
Comments
Post a Comment