Skip to main content

ვარლას და ზაქარიას შემოქმედების კვალდაკვალ

ჟურნალისტი ვარ.  ცოტა ხნის წინ სტატია მოვამზადე ფელიქს ვარლამიშვილის შესახებ და კათოლიკების უბანზე.  ეს უბანი არის ძალიან საინტერესო თავისი ისტორიით, შესაბამისად ტურისტული თვალსაზრისითაც. სწორედ აქედან გამიჩნდა ჩემი პროექტის ინიცირების იდეა.

სამწუხაროდ, არა მარტო უცხოელებმა, არამედ ჩვენმა თანაქალაქელებმა და ქართველმა ვიზიტორებმაც კი არ იციან, რომ ისინი იმ ქუჩაზე დააბიჯებენ, სადაც მსოფლიო დონის ორი ხელოვანი - ფელიქს ვარლამიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი დაიბადნენ და ცხოვრობდნენ.

ვინაიდან, ქუჩაზე ქალაქში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა ხვდება, საინტერესო იქნება, მისი გარკვეული მონაკვეთი გადავაქციოთ ერთგვარ საგამოფენო სივრცედ და ადამიანებს მივცეთ საშუალება, გადაადგილების პარალელურად იმოგზაურონ მუსიკისა და მხატვრობის სამყაროშო. წარმოდგენილი საპროექტო იდეა ითვალისწინებს ქუჩის გასწვრივ, ტროტუარზე ეგრეთ წოდებულ 10- მდე "ლაით ბოქსის" განთავსებას, რომელშიც გამოიფინება სცენები ზაქარიას ოპერებიდან და რეპროდუქციები ვარლას ნამუშევრებიდან.

ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ ორ ბუმბერაზ ადამიანს, ფელიქს ვარლამიშვილსა და  ზაქარია ფალიაშვილს. გავზარდოთ ამ  ადგილებისა და ზოგადად ქუთაისის ტურისტული პოტენციალი და გარდა ამისა, მგონია, რომ  გამოფენა ვიზუალურადაც დაამშვენებს ქუჩას, რადგან ეს იქნება ე.წ. მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

იდეის ავტორი:

ხვიჩა ვაშაყმაძე






Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...