Skip to main content

სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ

   პროექტის დასახელება: სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ

პროექტის განცორციელების ადგილი: პროექტის გახორციელება შესაძლებელია რამდენიმე საზოგადოებრივ სივრცეში, სადაც ხშირია მოსახლეობის ფეხით გადაადგილება, კოკრეტულად 2 ლოკაცია, ესენია: 1) დიდების პარკი - რადგან ამ ტერიტორიაზე არის განთავსებული რამდენიმე საზოგადოებრივი და სახელმწიფო დაწსებულება, მერიისა და სახელმწიფოს სოციალური სამსახურები, შშმ პირებთან დაკავშირებული დაწესებულებები, მადლიერების სახლი, არის აღმაშენებლის დიდი ხეივანი, სავაჭრო ობიექტები და ბაზარი, კლინიკები, არის რამდენიმე მიმართულების გაჩერებები; 2) თეთრი და წითელი ხიდის გადაკვეთის წერტილი - რადგან აქ ძირითადად თავს იყრის ქალაქში გასასვლელი ყველა სატრანსპორტო მარშრუტი, განთავსებულია მერიის ადმინისტრაციის შენობა, მუზეუმები, თეატრები, სკოლები, ტელევიზია, კინოთეატრი, ბანკები, კვების ობიექტები.

პროექტის კლასიფიკაცია: COVID19

პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, ასაკობანი

საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:  პროექტის განხორციელების საჭიროება წარმოშვა პანდემიის გავრცელების სისწრაფემ და პრევენციის ინფრასტრუქტურული ნაწილის არარსებობამ დიდი გამტარიანობის სივრცეებში. სადეზინფექციო ბარერების მოწყობა იქნებოდა დამატებითი პრევენციის ზომა არამარტო COVID 19-ის, არამედ სეზონური ვირუსებისგან დასაცავად, პირბადესა და დისტანციასთან ერთად. ჯიხურის განთავსებით მოხდება ხალხის პრევენციული დეზინფექცია, სანამ შეაღწევს ტრანსპორტსა თუ დაწესებულებებში, მოხდება ინფიცირების შეკავება და შენელება. დეზინფექცია გავლილი მოქალაქე მინიმუმ 4 სთ-ის განმავლობაში დაცულია ვირუსებისგან, რაც მისი მობილობის უსაფრთხოებასაც ზრდის, ასევე ჯიხური არის კომფორტული და არ მიაქვს დიდი დრო, გარდა ამისა ხდება ადამიანის სრული დეზინფექცია და არამარტო ხელებზე მიშხურებით, სადეზინფექციო სითხეები არ აზიანებს სამოსს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

პროექტის აღწერა:  პროექტი ითვალისწინებს ქალაქში (COVID-19)-ის გავრცელების საპრევენციო ინფრასტრუქტურის, 2 ადაპტირებული სადეზინფექციო ჯიხურის განთავსებას, რომელიც გათვლილი იქნება ახალგაზრდობასა და საშუალო ასაკის მოქალაქეებზე, შშმ პირებზე, ასევე შეიძლება ისარგებლოს ასაკოვანმა პირებმაც.
ჯიხური შეიძლება დამზადდეს საქართველოშივე, ქართული ვარიანტი არ არის ადაპტირებული და ჯიხურის (დახურული) ტიპის, არამედ არის ღია და იდგმება დაწესებულებების შესავლელებში, მუშაობს სენსორზე, ავტომატური ჩართვა-გამორთვის რეჟიმით, ცალის ღირებულება 6500 ლარია, დღგ-ს ჩათვლით, თუმცა შესაძლებელია მისი შეკვეთით დამზადება და მოდიფიცირება, რომ იყოს ადაპტირებული და ჯიხურის ტიპის, რომ დაიდგას ღია სივრცეში.
ვიზუალიზაციისთვის იხილეთ ვიდეო:
https://www.facebook.com/watch/?v=780302389467584
აქედან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ ჯიხურის ასეთ უცხოურ ვარიანტს, რომელიც არის ადაპტირებული და გორგოლაჭებზე, მისი გადატანის შესაძლებლობით, ვიზუალიზაციისთვის იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=CaExowvdB3I&feature=share&fbclid=IwAR17kBTQaSA0MnoUmigLjZY6G_Ovyi2Q3CK3IHUNtWJ1BXdtlRt5w3_Yazs

პროექტის სავარაუდო ღირებულება: 6 500

იდეის ავტორი: საინიციატივო ჯგუფი (თინათინ გელხვიიძე, ასმათ ჯანგავაძე, თამთა გირგვლიანი)

Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...