პროექტის დასახელება: "სივრცე სოლომონზე" (ამფითეატრი) და "ხარაზოვის სივრცე" (ამფითეატრი)
პროექტის განცორციელების ადგილი: ქ.ქუთაისი, სოლომონ პირველის ქუჩა, "ხარაზოვის ბაღი".
პროექტის კლასიფიკაცია: მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე
პროექტის პოტენციური მომხმარებელი:ბავშვები, ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, ასაკობანი, სტუდენტები, ქალები, ბავშვიანი ოჯახები, შშმ. პირები, ტურისტები, სხვა
საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:
1.ეპიდემიოლოგიურად და ეკოლოგიურად მისაღები გარემოს შექმნა.
2.ქალაქის მივიწყებული ისტორიული ზონის გაცოცხლება/დატვირთვა.
3.შიდა და გარე ტურიზმისთვის ლოკაციის გაჩენა რუკაზე.
4.ინტელექტუალური რესურსის განვითარება.
5.შშმ პირებზე ადაპტირებული საღონისძიებო გარემოს შექმნა.
6.მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის ღია საგანმანათლებლო სივრცის შექმნა (თრეინინგებისა და სემინარების ჩასატარებელი ადგილი).
7.პანდემიის დროს დაზარალებული კულტურის სფეროს წარმომადგენლებისათვის ღონისძიებების ჩატარების საშუალების მიცემა და ამ გზით მათთვის ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა.
8.ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვებისთვის ცნობადი ადგილის შექმნა (შესაძლებელია ეთნოგრაფიული ხასიათის - როგორც იმერეთის ასევე სხვა რეგიონების).

პროექტის აღწერა:
1. ამფითეატრის კონცეფცია გულისხმობს ღია სივრცეს რომელიც ეპიდემიოლოგიურად მკაცრ პირობებში დააკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს და შესაბამისად საშუალებას მისცემს მოსახლეობას კულტურული და საზოგადოებრივი მიმართულებით ღონისძიებების ჩატარების.
2. მოგეხსენებათ რომ ხარაზოვის ბაღი მდებარეობს ქალაქის ძველ, პრესტიჟულ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში. მაგრამ მიუხედავად მრავალჯერადი რეკონსტრუქციებისა ეს ლოკაცია მაინც ვერ გახდა სოციალურად მიმზიდველი და აქტიური. პროექტის ერთერთი მიზანია ამ ისტორიული ზონის პოპულარიზაცია და დატვირთვა რეგულარული კულტურული მასობრივი ღონისძიებებით.
3. ქუთაისის რუკაზე ტურისტებისთვის საინტერესო ძველ ძეგლებთან ერთად გაჩნდება ადგილი სადაც ისინი შეძლებენ ეზიარონ ქალაქის თანამედროვე კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებას.
4. ვინაიდან ქალაქი განიცდის კულტურული ღონისძიებების დეფიციტს, რაც შესაბამისად აისახება მისი მოქალაქეების ინტელექტუალურ ცხოვრებაზე - ვთვლით რომ აღნიშნული სივრცე გახდება ადგილი სადაც სხვადასხვა სფეროების ნიჭერი და წარმატებული წარმომადგენლები გაუზიარებენ ჩვენს თანამოქალაქეებს თავიანთ ცოდნას და შემოქმედებას, რაც მისცემს მათ ინტელექტუალურ საზრდოს და მნიშვმნელოვნად გაამდიდრებს მათ მსოფლმხედველობას.
5. ამფითეატრის კონცეფცია სრულად შეესაბამება შშმ პირების მოთხოვნებსა და საჭიროებებს. მათ საშუალება ეძლევათ შეზღუდვების გარეშე აქტიურად ჩაერთონ როგორც მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებში, ასევე თვითონ გახდნენ აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზატორები.
6. ქუთაისის სინამდვილეში მოსწავლე ახალგაზრდებს არ გააჩნიათ სათანადო რაოდენობის შესაბამისად მოწყობილი ღია სივრცეები სადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა ჩაატარონ დაგეგმილი ღონისძიებები.
7. თეატრალური წარმოდგენები, კინოჩვენებები კინოკრიტიკოსებთან ერთად (ეროვნულ არქივთან და კინოცენტრთან კოლაბორაციაში ), მუსიკალური საღამოები (ხალხური, კლასიკა, ჯაზი), ლიტერატურული განხილვები მწერლებთან ერთად, მხატვრული გამოფენები, პერფორმანსები, ანიმატორთა შოუ.
8. სახალხო/ქუჩის ბაზრობა მსგავსი სეზონური ბაზრობების რომლებიც ეწყობა დასავლურ ქვეყნებში და ასევე თბილისის და ბათუმის ისტორიულ უბნებში.
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვები ( შესაძლებელია ეთნოგრაფიული ხასიათის - როგორც იმერეთის ასევე სხვა რეგიონების) - საშუალებას იძლევა რომ გავზარდოთ რეგიონში წარმოებული პროდუქციის ცნობადობა და შევუწყოთ ხელი მისი რეალიზაციის გაზრდას.
(ასევე შესაძლებელია: საშობაო ბაზრობა, „მშრალი ხიდის“ მსგავსი კონცეფციის ბაზრობა, სადღესასწაულო ბაზრობა.)
აღნიშნული პროექტით შექმნილი საშტატო ერთეული:
1. ადმინისტრატორი
2.ტექნიკური მუშაკი
3.შრომის უსაფრთხოების სამსახური
4.დაცვის სამსახური( 3 პერსონა)
5.დამლაგებელი(2 პერსონა)

პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000
იდეის ავტორი: სოფიო ბაძგარაძე
Comments
Post a Comment