Skip to main content

ქუთაისის ღირშესანიშნაობათა კატალოგის და ერთიანი სამუზეუმო ბარათის (აბონემენტის) შექმნა

 პროექტის დასახელება: ქუთაისის ღირშესანიშნაობათა კატალოგის და ერთიანი სამუზეუმო ბარათის (აბონემენტის) შექმნა

პროექტის განცორციელების ადგილი: ქუთაისი

პროექტის კლასიფიკაცია: ტურიზმი

პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ახალგაზრდობა, სტუდენტები, ტურისტები

საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:  ქუთაისი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, იმერეთში და ოდითგანვე წარმოადგენს კულტურულ, საგანმანათლებლო ცენტრს. მისი ადგილმდებარეობა და მრავალსაუკუნოვანი წარსული იზიდავს ვიზიტორებს ცნობილი თუ უცნობილი ადგილების აღმოსაჩენად. დღესდღეობით ქუთაისი არის სიდიდით მესამე ქალაქი საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი. ქალაქის მიმართ კულტურული ტურიზმის ცხოველი ინტერესიდან გამომდინარე საჭიროა ქალაქს ჰქონდეს ღირშესანიშნაობათა ერთიანი კატალოგი, ასევე ერთიანი სამუზეუმო ბარათი, რომლითაც ტურისტი მოინახულებს ყველა იმ ობიექტს, რომელიც ქალაქშია.

პროექტის აღწერა: საპროექტო იდეა მოიცავს ტურიზმის ხელშეწყობას, კულტურული ტურიზმის როლი უნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქის მემკვიდრეობის დაცვა-შენახვისათვის, კულტურული ტურიზმისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია შემეცნებითი ტურების ორგანიზება. კულტურული ტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით უნდა მოხდეს ხელშეწყობა მიზნობრივი რეკლამისა და საინფორმაციო საშუალებების გამოყენების. ტურიზმის განვითარება ნიშნავს ხარისხიან ტურიზმს, ხარისხიანი ტურიზმისათვის აუცილებელი პირობაა, როგორც კარგად შენახული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ასევე აუცილებელია ტურისტების და ტურისტული კომპანიების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ჩვენი იდეის განხორციელება კი იძლევა საშუალებას არსებობდეს ქალაქის ღირშესანიშნაობათა ერთიანი ილუსტრირებული კატალოგი, რომელიც მოიცავს მოკლე და მნიშვნელოვან ინფორმაციას ამათუიმ ძეგლის წარმომავლობისა და ადგილმდებარეობის შესახებ. კატალოგში კონკრეტულად იქნება მითითებული და აღწერილი ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი:
სამხატვრო გალერეები, თეატრები, მუზეუმები, ისტორიული ადგილები (ეკლესია-მონასტრები, ხიდები, ძეგლები, სახლები, სკვერები, ქუჩები).
ჩვენი საპროექტო იდეა ასევე მოიცავს ერთიანი სამუზეუმო ბარათების, აბონემენტების შექმნას, რაც საშუალებას მოგვცემს ერთიანი გადახდის სისტემის შემუშავებისა, რაც იქნება კომფორტული როგორც ტურისტისთვის, ასევე ტურისტული სააგენტოებისთვის. ერთიანი სამუზეუმო ბარათის მეშვეობით ტურისტი მოინახულებს ყველა იმ ობიექტს, რომელიც ქალაქშია. რადგან არ არსებობს ერთიანი გადახდის სისტემა, ბევრი მუზეუმი რჩება ტურისტის გარეშე, რადგან ტუროპერატორებისთვის ოპერირება რთულია, რადგან სხვადასხვა მუზეუმთან ცალ-ცალკე უნდა გაფორმდესხელშეკრულება, აწარმოო აღრიცხვა და გადარიცხო თანხა, რაც დამატებით დროს და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. აღნიშნული საბარათე, სააბონემენტე სისტემა განკუთვნილი იქნება არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოქნილად და კომფორტულად დაგეგმონ კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები.

პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000

იდეის ავტორი: ია იაშვილი

Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

"სივრცე სოლომონზე" და "ხარაზოვის სივრცე"(ამფითეატრები)

პროექტის დასახელება:  "სივრცე სოლომონზე" (ამფითეატრი) და "ხარაზოვის სივრცე" (ამფითეატრი) პროექტის განცორციელების ადგილი :   ქ.ქუთაისი, სოლომონ პირველის ქუჩა, "ხარაზოვის ბაღი". პროექტის კლასიფიკაცია:  მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ბავშვები, ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, ასაკობანი, სტუდენტები, ქალები, ბავშვიანი ოჯახები, შშმ. პირები, ტურისტები, სხვა საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   1.ეპიდემიოლოგიურად და ეკოლოგიურად მისაღები გარემოს შექმნა. 2.ქალაქის მივიწყებული ისტორიული ზონის გაცოცხლება/დატვირთვა. 3.შიდა და გარე ტურიზმისთვის ლოკაციის გაჩენა რუკაზე. 4.ინტელექტუალური რესურსის განვითარება. 5.შშმ პირებზე ადაპტირებული საღონისძიებო გარემოს შექმნა. 6.მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის ღია საგანმანათლებლო სივრცის შექმნა (თრეინინგებისა და სემინარების ჩასატარებელი ადგილი). 7.პანდემიის დროს დაზარალებული კულტურის სფეროს წარმომადგენლებისათვის ღონისძიებების ჩატარების საშუალების მიცემა და ამ ...

ყოველწიური კონკურსი "ჩემი ლამაზი ქალაქი"

მე ვარ ბიზნეს კონსულტანტი, ვეხმარები მცირე და საშუალო ბიზნესებს საინვესტიციო წინადადებების, ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებაში, პროდუქციის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის“    დამფუძნებელი და დირექტორი. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის შესახებ ნაცნობებთან საუბრის შესახებ გავიგე.   ჩემი იდეა ყოველწლიური კონკურსი "ჩემი ლამაზი ქალაქი" გულისხმობს ქალაქში ყოველწლიური კონკურსის მოწყობას ფულადი პრიზებით იმ ყველაზე ლამაზი სკვერების, აივნების და კერძო ეზოების გამოსავლენად, რომლებსაც მოსახლეობა თავიანთი ხარჯებით მოაწყობს. ეს შეუწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და აივნების, სკვერების და კერძო ეზოების ლამაზად მორთვის ტრადიციად დამკვიდრებას. დღეს ქალაქში კორპუსული ბინების აივნები, კოსრუსების შიდა ეზო-სკერები არ გამოირჩევა გამწვანების სილამაზით და კრეატიული მიმზიდველობით, როგორც ეს ევროპის პატარა და საშუალო ზომის ქალაქებშია. ის რაც მოსახლეობამ საკუთარი მინიმალური ხარჯებით უნდა გააკეთოს არ ხდება და ა...