პროექტის დასახელება: აქტიური ახალგაზრდები - მომავლის ქუთაისი
პროექტის განცორციელების ადგილი: ქალაქ ქუთაისის 12-ივე ადმინისტრაციული ერთეული
პროექტის კლასიფიკაცია: სხვადასხვა სოციალური ჯგუფების 14-29 წლის ასაკის ახალგაზრდები
პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ახალგაზრდობა, სტუდენტები, სხვა
საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:
2020 წლის კვლევის “ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე: იმერეთი და თბილისი”, (განხორციელდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობით) შედეგები უჩვენებს, რომ ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის იმპლემენტაციისთვის იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობები ერთფეროვანია. ისინი ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას და მათში კონკრეტული კომპეტენციების განვითარებას ნაკლებად გულისხმობს.
ამავე კვლევაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაცია ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ, ეფუძნება ზოგადი განათლების ამაღლებას და თანამედროვე ადამიანისათვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში მოხდება არაფორმალური განათლების გზით ქუთაისის 12-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფების 14-29 წლის 240 ახალგაზრდის გაძლიერება არაფორმალური განათლების გზით მოქალაქეობრივ კომპეტენციაში.
ამავე კვლევაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაცია ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ, ეფუძნება ზოგადი განათლების ამაღლებას და თანამედროვე ადამიანისათვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში მოხდება არაფორმალური განათლების გზით ქუთაისის 12-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფების 14-29 წლის 240 ახალგაზრდის გაძლიერება არაფორმალური განათლების გზით მოქალაქეობრივ კომპეტენციაში.
პროექტის აღწერა: პროექტის "აქტიური ახალგაზრდები_ მომავლის ქუთაისი" მიზანია წვლილი შეიტანოს ქალაქ ქუთაისში ახალგაზრდებისთვის ინკლუზიური, სრულფასოვანი და მდგრადი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაში. კერძოდ, ეს მოხდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის დონეზე 2 მიმართულებით: 1. ქალაქი ქუთაისის 12-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმოამდგენელი ახალგაზრდების გაძლიერება არაფორმალური განათლების გზით_ რაც გულისხმობს 14-29 წლის 240 ახალგაზრდისთვის მოქალაქეობრივი კომპეტენციის განვითარებას ტრენინგ-ციკლის მეშვეობით. კერძოდ, მოქალაქეობრივი კომპეტენციის განვითარებისთვის ახალგაზრდები გაივლიან შემდეგ თემატური მოდულებს: 1. დემოკრატიული საფუძვლები; 2. მონაწილეობა; 3. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; 4. ისტორია და პოლიტიკური იდეოლოგიები; 5. პრაქტიკული სამართალი; 6. სამოქალაქო უსაფრთხოება;
2. საინფორმაციო პლატფორმის შექმნა მუნიციპალიტეში ახალგაზრდებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;.ზემოთაღნიშნული განხორციელდება შემდეგნაირად: ამ უშუალო მიზნის განხორციელება გულისხმობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის 12-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში (კახიანოური, ავტოქარხანა და ა.შ) მცხოვრები 240 ახალგაზრდის გაძლიერებას_ თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან (20) ოცი 14-29 წლის ახალგაზრდა, რომელთა შერჩევა დაეფუძნება გენდერულ ბალანსსა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლობას. მაგალითად: დევნილები, შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებში განთავსებული და ასევე სხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახების ახალგაზრდები. მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ტრენინგები ჩატარდება თავადვე მუნიციპალურ ერთეულში არსებულ სივრცებში. თითოეული ტრენინგის დროს მონაწილეებისთვის განისაზღვრება კვება. აღნიშნული ინტერვენცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროექტით განსაზღვრულ აქტივობებში მაქსიმალურ ჩართულობას. თითეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება ჯამში 6 ტრენინგი ერთი და იგივე 20 ახალგაზრდისაგან შემდგარ ჯგუფთან. ჯამში კი სულ 72 ტრენინგი.
რაც შეეხება საინფორმაციო პლატფორმის შექმნას, ახალგაზრდების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ერთიანი ონლაინ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას, ჩართულობის წახალისებას და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მუნიციპალური მასშტაბით. პროექტის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ, დაიწყება ერთიან ონლაინ პლატფორმაზე მუშაობა. თანაბარი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, პროექტის რეალობაში ეს იქნება სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილი დახურული ჯგუფი ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის. ჯგუფს პროექტის დასრულებამდე გამართავს პროექტის ფარგლებში დაკონტრაქტებული ტექნიკური ასისტენტი. პროექტის დასრულების შემდეგ, ჯგუფის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ფუნქციით დატვირთვაზე ერთობლივად იმუშვებენ 1 წლის განმავლობაში პროექტში ჩართული ახალგაზრდები და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირები. პროექტის დასრულებიდან მეორე წელს, ჯგუფი დამოუკიდებლად სამართავად გადაეცემა მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 16 700
იდეის ავტორი: მაკა ცერცვაძე
Comments
Post a Comment