პროექტის დასახელება: ტრადიციული ქართული საჭმლის ფესტივალი
პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი, ცენტრალური ბაღი
პროექტის კლასიფიკაცია: კულტურა
პროექტის პოტენციური მომხმარებელი: საშუალო ასაკის, სტუდენტები, ტურისტები
საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:
დასაქმდებიან მცირე მეწარმეები და გაყიდიან მეავალფეროვან კერძებს (წვნიანები, ყველი, ღვინო, ა.შ.). პროექტის აღწერა: ქალაქს არ აქვს სივრცე, სადაც ევროპის მსგავსად, დააგემოვმებენ “ქუჩის საკვებს” ქართული, ტრადიციული სამზარეულოდან. მსგავსი პროექტები ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით, ჟრიამულით და თან უკვე უპასუხებს კოვიდის რეგულაციებსაც. მერია უზრუნველჰყოფს ლამაზად მორთულ დახლებს, შესაძლოა აღჭურვილობებსაც და მცირე მეწარმეები დასაქმდებიან და გაყიდიან/დაამზადებენ ადგილზე სხვადასხვა პროდუქციას. ამით ქალაქის პოპულარიზებაც მოხდება და ქვეყნის სამზარეულოსიც. ამასთანავე გაიზრდება მცირე მეწარმეობა, გაჩნდება ახალი, ჯანსაღი განტვირთვის გარემო მწვანე სივრცეში, ქალაქის ისტორიულ ბაღში. დახლები შესაძლოა იყოს წრიული ფორმის ან რიგში განთავსებული და მთელი სეზონების განმავლობაში იზიდავდეს მომხმარებელს, როგორც ქართველს ასევე ტურისტებს. სწორი მარკეტინგით და მხარდაჭერით ბევრი ახალგაზრდის დასაქმებაც იქნება შესაძლებელი და გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობის აღება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000
იდეის ავტორი: ლიკა მხატვარი
Comments
Post a Comment