Skip to main content

პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი იმერეთში რეგისტრირებული ტურისტული ორგანიზაციებისთვის

  პროექტის დასახელება: პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი იმერეთში რეგისტრირებული ტურისტული ორგანიზაციებისთვის

პროექტის განცორციელების ადგილი: ქუთაისი

პროექტის კლასიფიკაცია: ტურიზმი

პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სხვა

საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:  ტურიზმი ერთერთი პრიორიტეტული და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა ჩვენს ქვეყანაში. თუ პანდემიურ მდგომარეობას არ ჩავთვლით, უკანასკნელ წლებში ტურისტების მზარდმა რაოდენობამ როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ბევრი სერვისის სწრაფად განვითარების, დახვეწის და გაუმჯობესების საჭიროება შექმნა, მათ შორის უპირველეს ადგილზეა ტურისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საკითხი. აღნიშნული კურსი ვფიქრობთ სავალდებულო უნდა იყოს ტურისტული გიდებისა და ტურისტული მარშუტების მღოლებისთვის, რათა ისინი ფლობდნენ სათანადო ცოდნას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ექსტრემალურ მდგომარეობებში სწორი და დროული სამედიცინო ჩარევის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტურისტების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებსა და გართულებებს.
ასევე ბუნებრივია გაიზრდება ტურისტების სანდოობის ხარისხი სათანადო მომზადების მქონე ტურისტული კომპანიებისა და გიდების მიმართ.

პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული ტურისტული ორგანიზაციების თანამშრომლებს, უპირველეს ყოვლისა ტურისტულ გიდებსა და მძღოლებს შესთავაზოს პირველადი სამედიცინო დახმარების სრული კურსი.
კურსის ორგანიზება მოხდება სამედიცინო ტურიზმისა და ჯანმრთელობის ცენტრი „ტოგო-ჯორჯია“-ს ორგანიზებით. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.
პირველადი სამედიცინო დახმარების სრული კურსი მოიცავს 2 დღიან თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას ისეთ საკითხებში როგორიცაა საველე პირობებში მიღებული დაზიანებების; ტრავმები, სისხლდება, მოწამვლა, გონების დაარგვა და სხვ. პირველადი დახმარება და სწორი მართვა, სიპიარი, დაზარალებულის უსაფრთხო ტრანსორტირება და ტურების დროს აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა. სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება ვიზუალური თუ ტექნიკური საშუალებები; მულაჟები, ხელსაწყო-ინსტრუმენტები, პრეზენტაცია, ვიდეომასალა და ჰენდაუთები.
კურსის დასრულების შემდგომ ჩატარდება დასკვნითი გამოცდა, რის საფუძველზეც გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი ქულის მიღების შემთხვევაში მონაწილე განმეორებით ვეღარ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით, თუმცა მიეცემა განმეორებით გამოცდაზე გასვლის კიდევ ერთი შანსი.
პროექტი ითვალისწინებს 80 პირის გადამზადებას. თითოეული კურსი გათვლილი იქნება არაუმეტეს 20 მონაწილეზე. კურსზე დასწრების მსურველებიდან პრიორიტეტი პირველ ეტპზე მიენიჭებათ გიდებსა და მძღოლებს, ხოლო შემდგომ ტურისტული კომპანიების სხვა თანამშრომლებს.
პროექტის განხორციელების საშუალო ხანგრძლივობაა 8 თვე და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. მოსამზადებელ პერიოდი - 2თვე: ინვენტარის შეძენა, სასწავლო მასალების მომზადება, პროექტის შესახებ კომპანიების ინფორმირება.
2. უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპი - 4-5 თვე.
3. პროექტის დასკვნითი ანგარიშების მომზადება - 1თვე
პროექტის დაფინანსების შემთხვევაში იმერეთის რეგიონი იქნება პირველი ინიციატორი მსგავსი, მასშტაბური წამოწყების, შესაბამისად პირველი რეგიონი, რომელსაც ეყოლება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაში მაღალ დონეზე მომზადებული, სერტიფიცირებული ტურისტული მუშაკები. აღნიშნული წამოწყება იქნება სტიმული სხვა რეგიონებისთვის და ვფიქრობთ საბოლოოდ ხელს შეუწყობს სავალდებულო გახდეს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ტურიზმის სფეროში მომუშავე პირებისთვის.

პროექტის სავარაუდო ღირებულება: 10 000

იდეის ავტორი: ეთერ ტოგონიძე

Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...