პროექტის დასახელება: შენი იდეა, შენი ქალაქისთვის!
პროექტის განცორციელების ადგილი: ქუთაისი
პროექტის კლასიფიკაცია: სარეკლამო კომპანია
პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ბავშვები, ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, ასაკობანი, სტუდენტები, ქალები, ბავშვიანი ოჯახები, შშმ. პირები, ტურისტები, სხვა
საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:
ჩვენს ქალაქს, ქუთაისს, სჭირდება მაღალი ხარისხის მრავალ-პროფილიანი სარეკლამო მომსახურება, პრობლემა კი ის არის, რომ მაღალი ხარისხი ადამიანთა შეხედულებით მხოლოდ დიდ ქალაქშია.
იდეის განსახორციელებლად გვესაჭიროება ფართის მოწყობა და დამატებითი ტექნიკის ყიდვა.პროექტის აღწერა: სამყარო განვითარდა და გაციფრულდა, შესაბამისად რეკლამირებამ და განცხადებებმა ჟურნალ-გაზეთებიდან ციფრულ სამყაროში გადმოინაცვლა. პრობლემა ის გახლავთ, რომ ადამიანთა კატეგორია ხარისხს დიდ ქალაქებში ეძებს, რადგან პატარა ქალაქებს თითქოს პერსპექტივა არ აქვს.
ჩვენი გუნდი გაბედულად პასუხობს ამ გამოწვევას და სურვილი გვაქვს გავხსნათ სარეკლამო მრავალ-პროფილიანი კომპანია, რომელიც მოემსახურება საზოგადოების, ქალაქის და ქვეყნის ინტერესებს. სურვილი გვაქვს, საზოგადოებას მაღალი ხარისხი შევთავაზოთ და ამით შევქმნათ ერთგვარი კულტურა, რომ პატარა ქალაქებშიც არის ხელმისაწვდომი უმაღლესი ხარისხის სარეკლამო მომსახურება. განხორციელებული პროექტი მოიცავს თავდაპირველად 3 ადამიანის დასაქმებას, ხოლო შემდგომში კადრების ზრდას.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 15 000
იდეის ავტორი: რომეო შალამბერიძე
Comments
Post a Comment