პროექტის დასახელება: მიწისქვეშა გადასასვლელის აღდგენა
პროექტის განცორციელების ადგილი: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი N98-ის მიმდებარედ
პროექტის კლასიფიკაცია: ინფრასტრუქტურა
პროექტის პოტენციური მომხმარებელი: სტუდენტები, ბავშვიანი ოჯახები, შშმ. პირები
საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:
აღნიშნული ადგილი არ არის უსაფრთხო ქვეითად მოსიარულეებისთვის, ხშირია მსხვერპლი
პროექტის აღწერა: აღნიშნულ ტერიტორიაზე არის უნივერსიტეტი, სპორტის სასახლე და გზის ორივე მხარეს მჭიდრო დასახლება. არის მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც არ ფუნქციონირებს, მოქალაქეებისთვის გზაზე გადასვლა არის საფრთხისშემცველი, რადგან არის ქალაქის შემოსასვლელი (ტრასა) და მძღოლები გადაადგილდებიან მაღალი სიჩქარით. პროექტის ფარგლებში გასუფთავდება მიწისქვეშა გადასასვლელი, მოწესრიგდება კიბეები, მოეწყობა განათება და მოიხატება კედლები ქუთაისთან დაკავშირებული თემატიკით და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროქტის მთავარი მიზანია ქვეითთა გადაადგილება გახდეს უსაფრთხო და კომფორტული.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000
იდეის ავტორი: თამაზი ბაბუნაშვილი
Comments
Post a Comment