პროექტის დასახელება: ჭკვიანი სახელურები კოვიდის წინააღმდეგ
პროექტის განცორციელების ადგილი: ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი შენობები
პროექტის კლასიფიკაცია: COVID19
პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ბავშვები, სტუდენტები, სხვა
საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:
კოვიდ-19ის და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების რისკის შემცირება.
პროექტის აღწერა: გადამდები დაავადებების გავრცელების შემცირების ერთ-ერთი საშუალებაა სხვადასხვა სახის ზედაპირზე ხელით შეხების შეზღუდვა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დაწესებულებების კარები სადაც ხალხმრავლობაა. რისკის შესამცირებლად არის გარკვეული მექანიზმი, ე.წ. ჭკვიანი სახელურები, რომლებიც გამოიყენეს ლიტვაში. მათი დამზადება მარტივია და შესაძლებელია 3 D პრინტერის მეშვეობით. ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ https://www.facebook.com/LithuanianVibes/posts/creativity-and-smart-ideas-can-help-to-combat-coronavirus-covid-19/10158134521749738/
დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებული პროგნოზებიდან გამომდინარე ის ალბათ აქტუალური იქნება მომავალი წლის განმავლობაშიც, ამიტომ მიზანშეწონილია მინიმუმ ადმინისტრაციული შენობების (შესაძლებელია სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისაც: ბაღები, სკოლები, მუზეუმი და ა.შ.) აღჭურვა ამ მარტივი საშუალებით.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 16 000
იდეის ავტორი: მარი ლომიძე
Comments
Post a Comment