ელექტრონული გზამკვლევის იდეა ლიდერთა სკოლის ბანაკში გაჩნდა. ქუთაისი ერთ-ერთი საუკეთესო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს ტურისტებისთვის და მათი რაოდენობაც ყოველწლიურად მატულობს.
საჭიროა რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა მათთვის
ადაპტირებული იყოს და ადვილად მიიღონ ინფორმაცია ქუთაისსა და მის გარშემო მდებარე ღირსშესანიშნაობების
შესახებ, აგრეთვე სხვადასხვა მარშრუტების თაობაზე. ამის საშუალებას მათ ელექტრო
გზამკვლევი მისცემს .
გვინდა, რომ ქუთაისი იყოს პირველი ქალაქი
საქართველოში, სადაც მსგავსი ტექნოლოგია განთავსდება, გაუადვილებს მოგზაურობას
სტუმრებს და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ადგილების შესახებ.
იდეის ავტორი: ქეთევან ქოჩიაშვილი
Comments
Post a Comment