პროექტის დასახელება: ქუთაისის შესახებ საინფორმაციო აპლიკაცია-გზამკვლევი
პროექტის განცორციელების ადგილი: online
პროექტის კლასიფიკაცია: ტურიზმი
პროექტის პოტენციური მომხმარებელი: ტურისტები, სხვა
საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:
ქუთაისის თაობაზე ინფორმაციული რესურსის შექმნა, შიდა და გარე ტურისტებისთვის, ქართული და ინგლისური ვერსიებით.
პროექტის აღწერა: აპლიკაცია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ქუთაისის და ქუთაისთან ახლოს მდებარე ღირსშესანიშნაობების და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების შესახებ. აპლიკაციას ექნება, როგოც რუკა (გუგლის რუკის პლატფორმაზე) აგრეთვე საცნობარო ნაწილი. განთავსდება შემდეგი ინფორმაცია: კულტურის ძეგლები და მუზეუმები; ტურისტული მარშრუტები; დასასვენებელი პარკები და სკვერები; კაფე-რესტორნები; სამედიცინო ობიექტები; საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტები; საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გრაფიკი. პირველადი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იქნება მერიის სამსახურებიდან და შემდგომი განახლებისთვის აპლიკაცია შესაძლოა დაემატოს ობიექტის რეგისტრაციის ფუნქცია. დასაფინანსებელი იქნება აპლიკაციის დამზადების ხარჯი. შემდგომში მან შესაძლოა თავად უზრუნველყოს მართვის ხარჯები, შესაბამისი რეკლამის მოზიდვით. გარდა ქუთაისში მყოფი ქალაქის სტუმრები ინფორმირებისა, აპლიკაცია შესაძლოა გახდეს ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი რესურსიც, იქ განთავსებული ინფორმაციის მეშვეობით.
ვფიქრობ იდეა პასუხობს მოთხოვნებს/გამოწვევებს და აღნიშნული სერვისის არსებობა აუცილებელიცაა.პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000
იდეის ავტორი: მარიამ გოგლიჩაძე
Comments
Post a Comment