Skip to main content

მარტოხელა (მარტოხელა მშობლის სტატუსის არმქონე ) დედების სოციალიზაციაში ხელშეწყობა

  პროექტის დასახელება:  მარტოხელა (მარტოხელა მშობლის სტატუსის არმქონე ) დედების სოციალიზაციაში ხელშეწყობა

პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი

პროექტის კლასიფიკაცია: სოციალური საკითხები

პროექტის პოტენციური მომხმარებელი:ქალები, ბავშვიანი ოჯახები

საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება: მარტოხელა (მარტოხელა მშობლის სტატუსის არმქონე ) დედების სოციალიზაციაში ხელშეწყობა

პროექტის აღწერა:  
მარტოხელა (მარტოხელა მშობლის სტატუსის არმქონე) დედები, რომლებიც დამოუკიდებლად ზრდიან შვილებს და დგანან სხვადასხვა სოციალური, მატერიალური და ემოციური პრობლემების წინაშე. ბოლო პერიოდის განვამვლობაში იმატა იმ მარტოხელა დედების რიცხვმა, რომლებსაც არ აქვთ სტატუსი და არ მიუწვდებათ ხელი ქალაქში არსებულ სამთავრობო და არასამთავრო სერვისებზე. განვლილი ცხოვრების უარყოფითი გამოცდილებისა და გადატანილი სტრესის გამო, მათ არ შესწევთ უნარი დამოუკიდებელი სოციალური ფუნქციონირების. უძნელდებათ დაიცვან საკუთარი თავი და მცირეწლოვანი შვილები, უჭირთ არსებული სერვისების დამოუკიდებლად მოძიება და სარგებლობა. აღნიშნული სირთულეების ფონზე, მათ აქვთ დაბალი მოტივაცია და თვითშეფასება განახორციელონ სასიკეთო ცვლილებები საკუთარი და შვილების ცხოვრებაში. დედების იდენთიფიცირება, შესაძლებელია მოხდეს, როგორც მათი პირადი მომართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიაში, უბნის ტერიტორიული ერთეულებიდან, ასევე ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებიდან. კონკრეტული საჭიროების გამოკვეთის შემდეგ, მასთან იმუშავებს კონკრეტული სპეციალისტი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ცოდნითა და უნარებით. შესაბამისი შემთხვევის შეფასების შემდეგ, სპეციალისტი გამოავლენს და გაწერს ინტერვენციის გეგმას. აღნიშნული სპეციალისტი იმუშავებს, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ასევე სერვისებთან მშობლის დაკავშირებასა და ადვოკატირების კუთხით, ასევე მარტოხელა (სტატუსის გარეშე) მშობლების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით, რაც გულისხმობს, მშობლის უნარების გაძლიერებას პოზიტიური მშობლობის კუთხით, თვითშეფასების და მოტივაციის ამაღლების, ეფექტური კომუნიკაციისა და სოციალური ფუნქციონირების გაზრდის მიმართულებით. იმისათვის, რომ აღნიშნული მუშაობა მოქცეული იყოს ერთიან სტანდარტში და ჰქონდეს სტრუქტურიზებული სახე/ფორმა, მნიშვნელოვანია შეიქმნას სარეაბილიტაციო მოდული, ბავშვებთან და ოჯახებთან მომუშავე სპეციალისტის/ექსპერტის მიერ და აღნიშნულ სარებილიტაციო მოდულზე დაყრდნობითა და მეშვეობით მოხდეს ბენეფიციარის ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრირება. პროექტისათვის განკუთვნილი თანხა, მიმართული იქნება, ზემოთაღნიშნული სარეაბილიტაციო მოდულის შექმნისთვის და ასევე მოდულის პრაქტიკაში განმახორციელებელი სპეციალისტის მომზადებისთვის. აღნიშნული სარეაბილიტაციო მოდული, იქნება მუნიციპალიტეტისთვის სამუშაო ინსტრუმენტი, რომელიც დაეყრდნობა ბენეფიციარებთან მუშაობის გრძელვადიან მიზნებს. სარეაბილიტაციო მოდულის შექმნა: 5000 ლარი, ხოლო მოდულის განმახორციელებელი სპეციალისტის გადამზადება: 3000 ლარი.

პროექტის სავარაუდო ღირებულება: 8 000

იდეის ავტორი: თინათინ ჭელიშვილი

Comments

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...