პროექტის დასახელება: სახლები მისაფარი ძაღლებისთვის
პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი
პროექტის კლასიფიკაცია: ინფრასტრუქტურა
პროექტის პოტენციური მომხმარებელი: მიუსაფარი ცხოველები
საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება:
უსახლკარო ძაღლებისთვის პატარა სახლების აშენება ქუთაისის ქუჩებში.პროექტის აღწერა: ქუთაისისთვის ერთ-ერთი პრობლემაა მიუსაფარი ცხოველების, კერძოდ ძაღლების სიმრავლე. პროექტის მიზანია მათი გარკვეული ნაწილისთვის შეიქმნას მინიმალური პირობები. პროგრამის უკეთ განხორციელებისთვის შესაძლებელია პირველ ეტაპზე შერჩეული იქნას (მერიის მიერ) მიკედლებულ ცხოველთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეულ საცხოვრებელ არეალებზე არიან მიმობმული. საცხოვრებელი სახლების რაოდენობა შეიძება გათვლილი იყოს გამოყოფილი თანხების შესაბამისად. ცხოველებისთვის სახლების აშენება, შეუქმნის მათ მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს, რაც ხელს შეუწყობს მათ არა აგრესიულობას და გარშემომ მყოფი მოსახლეობის მიერ მათ მიმართ უფრო დადებითი დამოკიდებულების გამყარებას. გარდა ამისა მათი მომზადების პროცესი იქნება საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ პრობლემაზე ყურადღების გამახვილების მიზეზი.
პროექტის სავარაუდო ღირებულება: 17 000
იდეის ავტორი: თამარ ოყრეშიძე
Comments
Post a Comment