Skip to main content

ახალი ტურისტული სივრცე მდინარე რიონის სანაპიროზე - ირაკლი გოგლიჩიძე


     მდინარე რიონი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია ქალაქში, მთელი  სანაპირო ზოლით რატომღაც მიუწვდომელი და აუთვისებელია მისი როლი ქალაქის კულტურულ და ეკონომიკურ აქტივობებში, გამოუყენებელია ასევე მდინარის, როგორც ფსიქო-გამაჯანსაღებელი გარემოს პოტენციალი. პროექტი შეიძლება განვიხილოთ როგორც ქსელი, რომელიც სტილისტური ერთიანობით შეიძლება განთავსდეს სანაპიროს სხვადასხვა ლოკაციებზე. პროექტს შეუძლია რიონის სანაპირო შეავსოს ახალი სასიცოცხლო ენერგიით. იდეას აქვს ანალოგები ევროპის ქალაქებში.
     ახალი ლანდშაპტური დაგეგმარება, საერთო პეიზაჟის რენოვაცია და მოდიფიცირება და სივრცითი ჩარევა მდინარე რიონზე არიტექტურული ამბიციების და ვიზიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებას გამოიწვევს. პროექტი შეიძლება განვიხილოთ ტურისტული ინფრასტრუქტურის ჭრილში, რომელიც ადგილის პოპულარობის ზრდასთან ერთად მდინარის ნაპირების ათვისებისათვის სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მისცემს ბიძგს. ამ მხრივ ეს მნიშვნელოვანი საპილოტე პროექტად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც ინვესტორთა ინტერესსაც გაააქტიურებს. რეკრეაციული პავილიონი განკუთვნილია სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და დასვენების მიზნით, საღამოებისათვის, მხატვრობის, მუსიკის, პოეზიის და წიგნის მოყვარულთათვის, ვიზიტორთათვის და ყველასათვის, ვისაც სურთ  განტვირთვა მდინარის პირთან.  პავილიონის თავზე სპეციალურად მოწყობილი გამწვანება სხვადასხვა კლიმატური პირობებისაგან დასაცავადაც იქნება გამოყენებული. ადგილი ასევე მიმზიდველი გახდება შეყვარებული წყვილთათვის, რომლებიც გულწრფელობისა და გრძნობების გამოხატვის ფონზე თამამად შესძლებენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას. პროექტს პოზიტიურად და დადებითად მიიღებს ნებისმიერი ასაკის და თაობის ადამიანი. პროექტი კიდევ უფრო პოპულარობას მოუტანს სანაპირო ზოლს და გაზრდის სამოქალაქო კმაყოფილებას.
იდეის ავტორი: ირაკლი გოგლიჩიძე

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

პროექტების ათეული 2020

 იხილეთ, მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2020-ის შემდეგ ეტაპზე გადასული პროექტების ათეული: 1)  მწვანე კუნძულები - https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_68.html 2)  ვუყუროთ გარეთ -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_17.html 3) ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი -   https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_73.html 4)  ქუთაისის კალენდარი -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_26.html 5) თეთრი ღამეები -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_62.html 6)  შ.შ.მ სწავლება და დასაქმება -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_58.html 7)  პროპკის ტყის ტურისტულ ზონად გადაქცევა  -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/blog-post_76.html 8) Oktoberfest -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/oktoberfest.html 9)  სადეზინფექციო ჯიხურები - ბარერი (COVID-19)-ის წინააღმდეგ -  https://kutaisipb.blogspot.com/2020/10/covid-19.html 10)  სივრცე სკეიტბორდერებისთ...

შ.შ.მ. სწავლება და დასაქმება

  პროექტის დასახელება:  შ.შ.მ.სწავლება და საქმება პროექტის განცორციელების ადგილი : ქუთაისი ნოდარ დუმბაძის 52-10 პროექტის კლასიფიკაცია:  სოციალური საკითხები პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  შშმ. პირები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   შ.შ.მ.პირთა ინგლ.და კომპ.სწავლების 3 თვიანი კურსი ფსქოლოგიის შემსწავლელი კურსები და აგრეთვე ფოტოგადაღების მერე გამოფენის მოწყობა ესეც 3 თვიანი სერფიცირებული კურსები ჩაუტარდებათ შ.შ.მ თემს რომლებიც დასაქმდებიან შეძლებისდაგვარად პროექტის აღწერა:    ჩვენ ვართ ორგ.2013 წლის მერე გამოცდილებით ამ კუთხით შ.შ.მ.იმერ.რეგი.ორგ.სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველა აპლიკანტს. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 9  000 იდეის ავტორი:  მერაბი ქვარიანი

ვუყუროთ გარეთ

    პროექტის დასახელება:  ვუყუროთ გარეთ პროექტის განცორციელების ადგილი :  ქუთაისი, ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩების კვეთა, სკვერი პროექტის კლასიფიკაცია:  საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს კულტურას, განათლებას, ინფრასტრუქტურას პროექტის პოტენციური მომხმარებელი:  ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის, სტუდენტები, ქალები, შშმ. პირები, ტურისტები საჭიროება/პრობლემა, რომლის გადაჭრას ითვალისწინებს საპროექტო წინადადება :   ქუთაისში, მიუხედავად ბოლო დროს გაშენებული ბევრი სკვერისა და პარკისა, არსებული კინო-თეატრებისა, არ არსებობს ნახევრად ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგ-სემინარების, მინი ღონისძებების, შეხვედრების გამართვა, მათ შორის წვიმიან და ცივ ამინდში, განსაკუთრებით არ გვაქვს მსგავსი სივრცე შშმ პირებისთვის. COVID-19ის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რომ საჭიროა ისე ტიპის ნახევრად ღია სივრცეების მოწყობა, სადაც გადაინაცვლებს სხვადასხვა ღონისძიებები და არ არმოვჩნდებით ცაიტნოტში. ნახევრად ღია სივრცე, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ჩაატარ...